1959 წელს ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების ევროპული კონვენციითა და მისი ოქმებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველსაყოფად დაარსდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. 1998 წლიდან მუდმივმოქმედ სასამართლოდ ჩამოყალიბდა, სადაც დამკვიდრდა კერძო ინდივიდების სახელმწიფოს წინააღმდეგ უშუალოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება
დაარსებიდან 50 წლის განმავლობაში სასამართლომ 10 000-ზე მეტი გადაწყვეტილება მიიღო, რომლებიც სახელმწიფოებისათის სავალდებულო ხასიათს ატარებენ. სასამართლოს მიერ გატარებულმა პრეცენდენტულმა სამართალმა მძლავრი დამცავი ინსტრუმენტის სახე მიიღო, რომლის გამოეყენების საშუალება დღესდღეისობით 800 000 მილიონ ევროპელს გააჩნია, რომლებიც ევროპის საბჭოს 47 წევრ-სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ.
1994 წლის 11 მაისს ევროპის საბჭომ მიიღო მე-11 ოქმი, რომელიც ძალაში შევიდა 1998 წლის 1 ნოემბერს და რომლის მიხედვითაც ჩამოყალიბდა სრულ განაკვეთზე მომუშავე სასამართო.
სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა ხელშემკვრელ მხარეთა რაოდენობის თანაბარია. თოთოეული სახელმწიფოს მიერ წარდგენილი 3 კანდიდატისაგან მოსამართლეს ხმათა უმრავლესობით ირჩევს საპარლამენტო ასამბლეა 6 წლის ვადით. მოსამართლე თავისი უფლებამოსილების განმავლობაში არ უნდა ეწეოდეს ისეთ საქმინაობას, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის მის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მოთხოვნასთან ან რაიმე სახით ხელს უშლის მის სრულგანაკვეთიან მუშაობას.
სასამართლო იურისდიქცია ვრცელდება კონვენციისა და მისი ოქმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, რომლებიც მას გადაეცემა განსახილველად. იურისდიქციასთან დაკავშირებულ სადაო საკითხებს თავად სასამართლო წყვეტს.
სასამართლო ევროპული კონვენციის 33-ე და 34-ე მუხლების საფუძველზე სახელმწიფოთაშორის და ინდივიდუალურ განაცხადებს განიხილავენ.
სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება სავალდებულოა ხელშემკვრელი მხარეებისათვის, ზედამხედველობა გადაწყვეტილების აღსრულებაზე ეკისრება მინისტრთა კომიტეტს.