ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს ფუნქციას ასრულებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი. სამდივნო უზრუნველყოფს ანტიკორუფციული საბჭოსა და მის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების ანალიტიკურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას, კოორდინირებასა და ადმინისტრირებას უწევს საბჭოს ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებს. დეპარტამენტი უშუალოდ უზრუნველყოფს საბჭოს კვლევით და ანალიტიკურ მხარდაჭერას, შეხვედრების ორგანიზებას, სამუშაო მასალებისა და დოკუმენტაციის მომზადებასა და საერთაშორისო წარმომადგენლობას.