2019 წლის დეკემბერში ანტიკორუფციულმა საბჭომ დაამტკიცა კორუფციული რისკების შეფასების მეთოდოლოგია. მეთოდოლოგია უზრუნველყოფს კორუფციული რისკების შეფასებას სისტემურად, ერთგვაროვან პრინციპებზე დაყრდნობით.
კორუფციული რისკების შეფასების მეთოდოლოგია განკუთვნილია სახელმწიფო უწყებებისთვის საქართველოში. კორუფციული რისკების შეფასების მეთოდოლოგიის საფუძველზე სახელმწიფო დაწესებულებებში მოხდება რისკებისა და რისკ-ფაქტორების გამოვლენა. მეთოდოლოგია მიზნად ისახავს როგორც ინდივიდუალური, ასევე ორგანიზაციული რისკებისა და რისკ-ფაქტორების გამოვლენას, რისკის ალბათობის განსაზღვრასა და გავლენის შეფასებას. აღსანიშნავია, რომ კორუფციული რისკების შეფასების პროცესში უნდა მოხდეს მეთოდოლოგიის მორგება თითოეული სახელმწიფო უწყების სპეციფიკასთან.
კორუფციული რისკების შეფასების მეთოდოლოგია შეიმუშავა ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნომ (იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი) ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ექსპერტის ჩართულობით, საერთაშორისო ორგანიზაციების (OECD, UN, EU) გამოცდილებისა და სხვადასხვა კარგი პრაქტიკის გაზიარებით.
კორუფციული რისკების შეფასების შედეგები საფუძვლად დაედება ანტიკორუფციული პოლიტიკის დოკუმენტების (ანტიკორუფციული სტრატეგია და სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა) შემუშავებას.

კორუფციული რისკების შეფასების მეთოდოლოგია
Corruption Risk Assessment Methodology