ანტიკორუფციული საბჭო
ანტიკორუფციული სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და კორუფციის წინააღმდეგ კოორდინირებული ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით, 2008 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიქმნა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო („ანტიკორუფციული საბჭო). 2010 წლის 21 ივლისს ანტიკორუფციული საბჭოს მარეგულირებელი დებულებები აისახა „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში. 2013 წლიდან ანტიკორუფციული საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე. საბჭოს შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის N390 დადგენილებით.
ანტიკორუფციულ საბჭოს ხელმძღვანელობს იუსტიციის მინისტრი და მისი წევრები არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, მათ შორის, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.
სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. სწორედ მათი ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით 2012-2017 წლებში საბჭოს შემადგენლობა არაერთხელ განახლდა. შედეგად, დღეს საბჭო 55 წევრს აერთიანებს, რომელთაგან 17 ორგანიზაცია არასამთავრობო, საერთაშორისო და ბიზნეს სექტორს მიეკუთვნება.
ანტიკორუფციული საბჭოს ძირითადი ამოცანებია:
ა) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრა;
ბ) საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავება, პერიოდული განახლება, შესრულების მონიტორინგი და შეფასება;
გ) საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინება;
დ) საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაცია;
ე) საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფა, მათი იმპლემენტაციის შესახებ სახელმწიფო ანგარიშის მომზადების უზრუნველყოფა და ინფორმაციის მიწოდება.