მინისტრთა კომიტეტი ევროპის საბჭოს აღმასრულებელი ორგანოა, რომლის როლი და ფუნქციები მოცემულია ევროპის საბჭოს სტატუტის IV თავში. კომიტეტი შედგება წევრი სახელმწიფოების მთავრობებისაგან, რომლებიც წარმოდგენილნი არიან მათი საგარეო საქმეთა მინისტრების ან ევროპის საბჭოში მუდმივი დიპლომატიურ წარმომადგენლების მიერ. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის 46-ე მუხლის თანახმად, მინისტრთა კომიტეტი ახორციელებს ზედამხედველობას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე, რაც მის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს. კომიტეტი უზრუნველყოფს სახელმწიფოთა მხრიდან ყველა საჭირო ზომის მიღებას (ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებები), რათა აღსრულდეს სასამართლოს გადაწყვეტილებები და მომავალში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი დარღვევები.
კონვენციის მე-14 დამატებითი ოქმით დაზუსტდა მინისტრთა კომიტეტის ფუნქციები სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებათა აღსრულებასთან მიმართებით. მინისტრთა კომიტეტს დაევალა ზედამხედველობა მორიგების შედეგად, სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების აღსრულებაზე; სასამართლოს გადაწყვეტილებების აღუსრულებლობის შემთხვევაში, მინისტრთა კომიტიტს მიენიჭა უფლებამოსილება, მიმართოს სასამართლოს იმის დასადგენად, დაირღვა თუ არა ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ნაკისრი თანამშრომლობის ვალდებულება; კომიტეტი ასევე უფლებამოსილი იქნა, მიმართოს სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნით.
2011 წლის პირველ იანვარს ამოქმედდა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე ზედამხედველობის ახალი სისტემა, რომლის მიხედვით, მინისტრთა კომიტეტი აღსრულებაზე ზედამხედველობას ორი სახის პროცედურის შესაბამისად ახორციელებს. ესენია: ზედამხედველობის სტანდარტული და გაძლიერებული პროცედურები.
სტანდარტული პროცედურის ფარგლებში, ზედამხედველობა ხორციელდება ყველა განჩინების/გადაწყვეტილების აღსრულებაზე. გამონაკლისს წარმოადგენს გარკვეული კატეგორიის საქმეები, რომლებიც ავტომატურად ექვემდებარება გაძლიერებული პროცედურით ზედამხედველობას, ესენია:

- საქმე, რომელშიც აუცილებელია სასწრაფო ინდივიდუალური ღონისძიებების გატარება;
- ე.წ. პილოტური გადაწყვეტილება;
- საქმე, რომელიც ეხება სისტემურ პრობლემას;
- სახელმწიფოთაშორისი საქმე.
გარდა ამისა, კონკრეტულ განჩინებასთან/გადაწყვეტილებასთან მიმართებით, გაძლიერებული ზედამხედველობის განხორციელება შეიძლება მოითხოვოს სახელმწიფომ ან მინისტრთა კომიტეტის სამდივნომ.
სტანდარტული პროცედურის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, განჩინების საბოლოო ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს ექვსი თვისა, სახელმწიფომ მინისტრთა კომიტეტს უნდა წარუდგინოს სამოქმედო გეგმა/აღსრულების ანგარიში. სამოქმედო გეგმა წარმოადგენს დოკუმენტს იმ ღონისძიებათა შესახებ, რომელთა გატარებასაც სახელმწიფო აპირებს კონკრეტული განჩინების/გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. აღსრულების ანგარიში მოიცავს ინფორმაციას სახელმწიფოს მიერ უკვე გატარებული ღონისძიებების შესახებ.
ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებები
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 46-ე მუხლის თანახმად, კონვენციის წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება, დაემორჩილონ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ნებისმიერ საქმეზე, რომლის მხარეებიც თავად არიან. მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის ქვეშ, მოპასუხე სახელმწიფო თავისუფალია, აირჩიოს ღონისძიებები, რომელთა მეშვეობითაც ის შეასრულებს კონვენციის 46-ე მუხლიდან გამომდინარე ვალდებულებას.
ინდივიდუალური ღონისძიებების ხასიათი დარღვევის ბუნებიდან და მომჩივნის კონკრეტული მდგომარეობიდან გამომდინარეობს. მათი მიზანია მოცემული მომჩივნის უფლებების გამოსწორება ისე, რომ შეძლებისდაგვარად აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა. თუ დარღვევის ნეგატიურ შედეგს განგრძობადი ხასიათი აქვს და დარღვევის შედეგი არ იქნა აღმოფხვრილი მომჩივნისთვის გადახდილი სამართლიანი დაკმაყოფილების (მორალური ან/და მატერიალური ზიანი) მეშვეობით, მინისტრთა კომიტეტი განიხილავს საკითხს მოპასუხე სახელმწიფოს მიერ სხვა ინდივიდუალური ღონისძიებების გატარების აუცილებლობის შესახებ. ამის მიზანია, მოხდეს განგრძობადი ხასიათის დარღვევის აღმოფხვრა და შეძლებისდაგვარად გამოსწორდეს დარღვევის შედეგად დამდგარი ზიანი.
ზოგადი ღონისძიებების მიზანია, ერთ კონკრეტულ საქმეზე დამდგარი დარღვევის თავიდან აცილება მომავალში მსგავს საქმეზე. მოპასუხე სახელმწიფომ, პირველ რიგში, უნდა ჩაატაროს კონვენციის დარღვევების მიზეზების დეტალური ანალიზი.
ზოგიერთ შემთხვევაში, საქმის გარემოებები ნათლად მიუთითებს, რომ დარღვევა არსებული კანონმდებლობის ხარვეზებიდან გამომდინარეობს, ზოგჯერ კი, დარღვევას შესაბამისი კანონმდებლობის ან რეგულაციების არარსებობა იწვევს. ასეთ შემთხვევებში, სახელმწიფოს მოვალეობაა, ცვლილებები შეიტანოს არსებულ კანონმდებლობაში ან მიიღოს ახალი კანონები და რეგულაციები იმ მიზნით, რომ მათი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანა მოხდეს.