საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №73
2015 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების
 შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
  1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის თანდართული დებულება.
  2. ძალადაკარგულად         გამოცხადდეს          „საქართველოს         იუსტიციის   სამინისტროს        ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 აგვისტოს №161 ბრძანება.
  3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
 
       საქართველოს იუსტიციის მინისტრი                                                           თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის
დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ანალიტიკური დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
 
მუხლი 2

დეპარტამენტი არის სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეული.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 14 სექტემბრის ბრძანება №609 - ვებგვერდი, 15.09.2020 წ.
 
მუხლი 3


დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეული დავალებებით.
 
მუხლი 4

დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და უფლებამოსილებების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
 
მუხლი 5
  1. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  2. ანტიკორუფციულ საკითხებზე დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წინაშე.
  3. სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის საკითხებზე დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წინაშე.
 
თავი II
დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებები

 
მუხლი 6

დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებებია:

ა) სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით მინისტრისათვის რეკომენდაციების მომზადება და წარდგენა, სისხლის სამართლის მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობის განახლებისა და დახვეწის მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება და
კანონპროექტების შემუშავება;

ბ)    არასრულწლოვანთა    მართლმსაჯულების    სფეროს    განვითარების    მიზნით რეკომენდაციების,
წინადადებებისა და კანონპროექტების შემუშავება;

გ) სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით (სისხლის სამართალი, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვ.) რეფორმის გატარების მიზნით რეკომენდაციების, წინადადებებისა და
საკანონმდებლო აქტების პროექტების მომზადება;

დ) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ფუნქციების განხორციელება, აღნიშნული საბჭოებისა და მათ ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ხელშეწყობა, ანალიტიკური და ორგანიზაციული მხარდაჭერა; ცალკეული სამუშაო ჯგუფის მომხსენებლის ფუნქციების შესრულება, თემატური სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება, მათი შესრულების მონიტორინგი, შეფასება და პერიოდული ანგარიშების მომზადება;

ე) (ამოღებულია - 14.09.20, №509);

ვ) სისხლის სამართლის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სხვა დაკავშირებულ თემებზე სოციოლოგიური კვლევების ჩატარების ხელშეწყობა და შედეგების ანალიზი, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობა, კვლევითი და სხვა ტიპის პროექტების მართვა;

ზ) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში დონორთა კოორდინაცია;

თ) სამართლებრივი კვლევებისა და დასკვნების მომზადება, სახელმწიფოთა კანონმდებლობის კვლევა, დეპარტამენტისათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზი, საერთაშორისო სამართლის, სისხლის სამართლის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ძირითადი ტენდენციებისა და
სიახლეების ანალიზი;

ი) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა: ანგარიშგება, საერთაშორისო წარმომადგენლობა, სახელმწიფოთა შეფასება და მონიტორინგში მონაწილეობა;

კ) მართლმსაჯულების სექტორში ევროპის კავშირის დახმარების კოორდინაცია, ფინანსური შეთანხმებების გაფორმების მიზნით, მოლაპარაკებების წარმოება, ფინანსური შეთანხმების შესრულების ხელშეწყობა, ამ და სხვა საკითხებზე ევროპის კავშირის შესაბამის წარმომადგენლებთან ურთიერთობა;

ლ) კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, აგრეთვე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მითითებათა და ცალკეულ დავალებათა შესრულება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №207 - ვებგვერდი, 23.12.2016წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 14 სექტემბრის ბრძანება №609 - ვებგვერდი, 15.09.2020 წ.
 
თავი III (ამოღებულია)
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 14 სექტემბრის ბრძანება №609 - ვებგვერდი, 15.09.2020 წ.
 
მუხლი 7 (ამოღებულია)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 14 სექტემბრის ბრძანება №609 - ვებგვერდი, 15.09.2020 წ.
 
მუხლი 8 (ამოღებულია)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №207 - ვებგვერდი, 23.12.2016წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 14 სექტემბრის ბრძანება №609 - ვებგვერდი, 15.09.2020 წ.
 
თავი IV
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 14 სექტემბრის ბრძანება №609 - ვებგვერდი, 15.09.2020 წ.
 
მუხლი 9
  1. დეპარტამენტს        ხელმძღვანელობს   დეპარტამენტის      უფროსი,        რომელსაც            კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
  2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
 
მუხლი 10

1. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანებისა და უფლებამოსილებების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მათ შესრულებაზე; ორგანიზებას უწევს ამ დებულებით განსაზღვრული დეპარტამენტის ამოცანებისა და უფლებამოსილებების შესრულებას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;

დ) საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ განიხილავს დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტებს ან სხვა მასალებს;

ე) დეპარტამენტის სახელით დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნებსა და მოსაზრებებს;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ) პერიოდულად განიხილავს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

თ) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ
გაწეული საქმიანობის თაობაზე;

ი) აკონტროლებს     დეპარტამენტის      საჯარო          მოსამსახურეების    მიერ   თავიანთი            სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას; სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების, მათთვის სახელფასო დანამატის ან ფულადი ჯილდოს გაცემის თაობაზე;

კ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის დებულების, საშტატო რიცხოვნობის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტისათვის იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტის ამოცანებისა და უფლებამოსილებების განსახორციელებლად;

მ) ახორციელებს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

ნ)     უზრუნველყოფს    მინისტრისა    და    კურატორი    მინისტრის    მოადგილის მითითებებისა                     და
დავალებების შესრულებას;

ო) ასრულებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მდივნის ფუნქციებს.

2. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლებით, ხოლო იმავდროულად დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი პროფესიული საჯარო მოხელე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 20 სექტემბრის ბრძანება №245 - ვებგვერდი, 20.09.2017წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 14 სექტემბრის ბრძანება №609 - ვებგვერდი, 15.09.2020 წ.
 
 
მუხლი 11

 
  1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
  2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ)     კომპეტენციის    ფარგლებში     ზედამხედველობს    და    აკონტროლებს    დეპარტამენტის საჯარო
მოსამსახურეების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;

გ) კომპეტენციის ფარგლებში ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

დ) საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ განიხილავს დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტებს ან სხვა მასალებს;

ე) კომპეტენციის ფარგლებში ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) (ამოღებულია - 14.09.20, №509);

ზ) უზრუნველყოფს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის მითითებებისა და დავალებების შესრულებას.

3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 14 სექტემბრის ბრძანება №609 - ვებგვერდი, 15.09.2020 წ.
 
მუხლი 12 (ამოღებულია)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 14 სექტემბრის ბრძანება №609 - ვებგვერდი, 15.09.2020 წ.
 
მუხლი 13. (ამოღებულია)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 20 სექტემბრის ბრძანება №245 - ვებგვერდი, 20.09.2017წ.