2010 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირის დაფინანსებით, ჩატარდა „დანაშაულებათა კვლევა საქართველოში". კვლევის ტექნიკური ნაწილი განახორციელა კომპანია „გორბი"-მ. საბოლოო ანალიზი მოამზადეს ვიქტიმილოგიისა და ადამიანის უსაფრთხოების პროფესორმა იან ვან დაიკმა და კრიმინოლოგიის პროფესორმა გიორგი ღლონტმა.
2010 წელს შერჩევამ მოიცვა მთელი საქართველო, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. გამოიკითხა 16 წლის და უფროსი ასაკის 3000 რესპონდენტი პირისპირ ინტერვიუირების მეთოდით.
დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევა სტანდარტიზირებულია ICVS-ის კვლევასთან და მონაცემები შედარებადია საერთაშორისო შედეგებთან ვიქტიმიზაციის 10 ტიპის მიხედვით. კითხვარს ასევე დაემატა ვიქტიმიზაციის 11 კატეგორია ქვეყნის შიდა ანალიზისთვის. გამოკითხვამ მოიცვა დანაშაული, რომლის შედეგადაც დაზარალდა როგორც ინდივიდი და ოჯახი, ასევე დანაშაული, რომელმაც დააზარალა მხოლოდ ინდივიდი. კვლევის შედეგად გამოიკვეთა დანაშაულის ტენდენციები, დანაშაულისა და უსაფრთხოების პრობლემებისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ორგანოების შესახებ არსებული საზოგადოებრივი აზრი.
დანაშაულის მსხვერპლთა საერთაშორისო კვლევა (ICVS) პირველად 1987 წელს ჩატარდა ევროპელ კრიმინოლოგთა ჯგუფის მიერ. (Van Dijk, Mayhew, Killias, 1990). დღესდღეობით ICVS-ი მსოფლიოს სტანდარტიზებული კვლევის ერთ-ერთი წამყვანი პროგრამაა, რომელიც ზომავს ოჯახის მიერ გადატანილ დანაშაულთა მონაცემებს სხვადასხვა ქვეყანაში. 2005 წლის ბოლოსთვის 140-ზე მეტი ასეთი კვლევა ჩატარდა 78-ზე მეტ ქვეყანაში.
დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევის პრეზენტაცია