სისხლის სამართლის რეფორმის საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შექმნილია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სამუშაო ჯგუფი, რომლის კოორდინაციას ახორციელებს ანალიტიკური დეპარტამენტი.

სამუშაო ჯგუფი შედგება სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება და მუშავდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმები და ახალი ინიციატივები. ჯგუფის შეხვედრები, როგორც წესი, თვეში ერთხელ იმართება.
 
სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა