საქართველო 1995 წლის 14 თებერვალს შეუერთდა ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციას, რომელიც ძალაში შევიდა 1997 წლის 1 ოქტომბერს. საქართველომ ზემოაღნიშნული კონვენციიდან  გამომდინარე, აიღო ვალდებულება ითანამშრომლოს ხელშემკვრელი სახელმწიფოების ცენტრალურ ორგანოებთან ისეთი საკითხების მოგვარებაში, როგორიცაა: ბავშვის გატაცებასთან დაკავშირებული გარემოებების აღმოჩენა, დავის მშვიდობიანი (მედიაციის) გზით გადაწყვეტა, ბავშვების სწრაფი დაბრუნების უზრუნველყოფა, ადმინისტრაციული და სასამართლო პროცედურების განხორციელება და ინფორმაციის გაცვლა მათი სახელმწიფოების კანონმდებლობისა და კონვენციის მოქმედებასთან დაკავშირებით;
 
ამასთან, ცენტრალურ ორგანოდ განისაზღვრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი, რომელიც უფლებამოსილია კოორდინაცია გაუწიოს „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის კონვენციის ეფექტურ იმპლემენტაციას და კონვენციით გათვალისწინებული მიზნების შესაბამისად ცალკეული სახის ღონისძიებების გატარებას.



აღნიშნულ სფეროში მოქმედი კანონმდებლობა:
 
 
ბავშვთა საერთაშორისო გატაცება:
 

application form English
Right to access English
Rights to access Georgian

პუბლიკაციები და სტატისტიკა:

 
„საინფორმაციო ბროშურა ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების, დაკავებისა და არასრულწლოვანთან ურთიერთობის უფლების განხორციელების საკითხებთან დაკავშირებით“.
ჰააგის ბავშვთა დაცვის კონვენციის სახელმძღვანელო - 1996
საუკეთესო პრაქტიკის სახელმძღვანელო
ბავშვთა დაცვის კონვენცია

ანგარიში

მთავრობის დადგენილება N663 „არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების თაობაზე მიმართვიანობისა (რეფერირებისა) და აღსრულების პროცედურების დამტკიცების შესახებ" 

 
 
სამართლებრივი კონსულტაციისათვის იხელმძღვანელეთ შემდეგი საკონტაქო მონაცემებით:

            
 მისამართი: გორგასლის ქუჩა # 24, 0133, თბილისი, საქართველო
             ტელეფონი:  2 405 204;
             ელ. ფოსტა: intlawdep@justice.gov.ge