საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგი დაიწყო 2012 წლის ივნისში, ხოლო 2013 წლის თებერვალში ევროკომისიამ საქართველოს წარუდგინა ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა (VLAP). სამოქმედო გეგმა დაყოფილი იყო 4 ძირითად ბლოკად:
  1. დოკუმენტების, მათ შორის ბიომეტრიული დოკუმენტების, უსაფრთხოება;
  2. საზღვრის და მიგრაციის მართვა, თავშესაფრის კონტროლის საკითხები;
  3. საჯარო წესრიგი და უსაფრთხოება;
  4. საგარეო ურთიერთობები და ფუნდამენტური უფლებები
 
იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი ჩართული იყო ევროკავშირთან საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში, მისი სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების შესრულებაში. განსაკუთრებით კი მესამე ბლოკით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებაში, რომელიც მოიცავს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას და მათ პრევენციას, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლას, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე ნარკომანიის წინააღმდეგ მიმართულ აქტივობებს.
ევროკომისიის ბოლო, მეოთხე ანგარიშით, რომელიც გამოქვეყნდა 2015 წლის 18 დეკემბერს, აღნიშნული ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობები კომისიამ მიიჩნია შესრულებულად.
 
ევროკომისიის 2015 წლის 18 დეკემბრის ანგარიში: http://ec.europa.eu/dgs/home-affairs/e-library/documents/policies/international-affairs/general/docs/fourth_report_georgia_implementation_action_plan_visa_liberalisation_en.pdf