საქართველო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი გახდა 1992 წლის 31 ივლისს. გაეროს სტრუქტურისა და წესდების გასაცნობად ეწვიეთ ოფიციალურ ვებგვერდს. საქართველო გაეროს წესდებითა და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულბებიდან გამომდინარე მოვალეა პერიოდული მოხსენებები განსახილველად წარუდგინოს გაეროს შესაბამის უწყებებს. იუსტიციის სამინისტროში საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი ურთიერთდახმარების სამმართველო საქართველოს სახელით ამზადებს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ სახელმწიფო მოხსენებებს.

გაეროს ქარტიის შესაბამისად დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანოები:

ადამიანის უფლებათა საბჭო (HRC)

ადამიანის უფლებათა საბჭო არის მთავრობოთაშორისი ორგანო, რომელიც შედგება გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ არჩეული 47 სახელმწიფოსაგან. ადამიანის უფლებათა საბჭო არის გაეროს გენერალური ასამბლეის დამხმარე ორგანო, რომელმაც 2006 წლის 15 მარტს ჩაანაცვლა ადამიანის უფლებათა კომიტეტი და გარეოს მასშტაბით უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დაცვასა და ხელშეწყობას. ადამიანის უფლებათა საბჭო ყოველწლიყრად წარუდგენს გენერალურ ასამბლეას მოხსენებას. ადამიანის უფლებათა საბჭოს აქვს შემდეგი დამხმარე ორგანოები: უნივერსალური პერიოდული გადახედვის მექანიზმი; სპეციალური პროცედურები; მრჩეველთა კომიტეტი და საჩივრის პროცედურა.

უნივერსალური პერიოდული გადახედვის მექანიზმი (Universal Periodic Review Mechanism)

4 წელიწადში ერთხელ უნივერსალური პერიოდული გადახედვის მექანიზმი მიმოიხილავს გაეროს ყველა წევრი ქვეყნის მდგომარეობას ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. უნივერსალური პერიოდული გადახედვის მექანიზმთან ქვეყნების თანამშრომლობას ზედამხედველობს ადამიანის უფლებათა საბჭო.

სპეციალური პროცედურები (Special Procedures)

სპეციალური პროცედურების სახელწოდებით მოიხსენიებენ ყველა იმ მექანიზმს, რომელიც,  თავდაპირველად დააარსა ადამინის უფლებათა კომიტეტმა და ახლა მუშაობას განაგრძობს ადამინის უფლებათა საბჭოსთან. სპეციალურ პროცედურებში მოიაზრება ისეთი ინდივიდუალური წარმომადგენლები როგორიცაა, სპეციალური მომხსნებელი, გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი და დამოუკიდებელი ექსპერტი, აგრეთვე ჯგუფები, რომლებიც როგორც წესი 5 ინდივიდისგან შედგება, რომლეიბიც სხვადასხვა რეგიონს წარმოადგენენ. ე.წ. სპეციალური პროცედურები, არ იღებენ ანაზღაურებას ამ საქმიანობისათვის და არის დამოუკიდებელი თავისი საქმიანობის განხორციელებისას. სპეციალური პროცედურა იქმნება შესაბამისი რეზოლუციით. სპეციალური პროცედურები იქმენბა თემატურად ან კონკრეტული ქვეყნისათვის. საქართველო თანამშრომლობს შემდეგ სპეციალურ პროცედურებთან:

აზრისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვისა და ხელშეწყობის საკითხებზე სპეციალური მომხსენებელი (Special Rapporteur on the promotion and protection of the right to freedom of opinion and expression)

ადამინის უფლებათა დამცველთა მდგომარეობის საკითხებზე სპეციალური მომხსენებელი (Special Rapporteur on the independence of judges and lawyers)

დევნილთა უფლებების საკითხებზე გაეროს გენერალური მდივნის მომხსენებელი (Representative of the Secretary-General on the human rights of internally displaced persons)

დაქირავებულების მიერ ხალხთა თვითგამორკვევის უფლების განხორციელების დაბრკოლების საკითხებზე მომუშავე ჯგუფი (Working Group on the use of mercenaries as a means of impeding the exercise of the right of peoples to self-determination)

რასიზმის, რასობრივი დისკრიმინაციის, ქსენოფობიის და არატოლერანტულობის თანამედროვე ფორმების საკითხებზე სპეციალური მომხსენებელი (Special Rapporteur on contemporary forms of racism, racial discrimination, xenophobia and related intolerance)

წამების და სხვა სასტიკი, არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობის საკითხებზე სპეციალური მომხსენებელი  (Special Rapporteur on torture and other cruel, inhuman or degrading treatment or punishment)


წამების და სხვა სასტიკი, არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობის საკითხებზე სპეციალური მომხსენებელი (Special Rapporteur on torture and other cruel, inhuman or degrading treatment or punishment)
2015 წლის 12-19 მარტს მოქმედმა სპეციალურმა მომხსენებელმა, ბატონმა ხუან მენდეზმა იმყოფებოდა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით. ვიზიტის შედეგად მომსადებულ ანგარისში ბატონმა მენდესმა აღნიშნა ის პროგრესი, რაც  საქართველომ მიაღწია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში.  

ბავშვთა ვაჭრობის, პროსტიტუციისა და პორნოგრაფიის საკითხებში სპეციალური მომხსენებელი (Special Rapporteur on the sale of children, child prostitution and child pornography)

ქალთა ძალადობის საკითხებზე, მის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე სპეციალური მომხსენებელი (Special Rapporteur on violence against women, its causes and consequences)

იძულებითი და არანებაყოფლობითი გაუჩინარების საკითხებზე მომუშავე ჯგუფი

 
ხელშეკრულებების შესაბამისად დაფუძნებული ადამიანის უფლებათა კომიტეტები:
 
- See more at: http://old.justice.gov.ge/index.php?lang_id=ENG&sec_id=149&lang_id=GEO#sthash.uturrReO.dpuf