ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია მსოფლიოში ყველაზე დიდი რეგიონალური ორგანიზაციაა, რომელიც 56 სახელმწიფოს აერთიანებს.

ეუთოს ხელმძღვანელობს მინისტრთა საბჭოს მიერ ერთი წლით არჩეული თავჯდომარე, რომელსაც საკუთარი ფუნქციის შესრულებაში ეხმარებიან ყოფილი და მომავალი თავმჯდომარეები, ისინი ერთად ქმნიან "ტროიკას"(Troika).

ეუთო შედგება მოლაპარაკებებისა და გადაწყვეტილების მიმღები ორგანოებისაგან როგორიცაა მინისტერიალი, მუდმივი საბჭო, უშიშროებაზე თანამშრომლობის ფორუმი, ეკონომიკური და გარემოს დაცვის ფორუმი.

ეუთოს მისია საქართველოში დაარსდა 1992 წელს და დახმარებას უწევდა საქართველოს მთავრობას კონფლიქტების მოგვარებაში, დემოკრატიზაციის პროცესში, ადამიანის უფლებების დაცვასა და კანონის უზენაესობის განმტკიცებაში. მისიის მანდატის გაგრძელების შესახებ კონსესუსის მიღწევა შეუძლებელი გახდა 2008 წელს და მისია დაიხურა.

საქართველოში ეუთოს მისიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ეუთოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებში:
 
ეუთოში აგრეთვე მოქმედებს მთელი რიგი ინსტიტუტები და სტრუქტურები, მათ შორის: