საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 1 სექტემბრის №534 ბრძანებულებით შექმნილი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო 2013 წელს გადამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 აპრილის N281 დადგენილებით.
საბჭოს სამდივნოს ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი.
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის საფუძველზე შეიქმნა.
საბჭოს მსგავსად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა იდენტიფიცირების ერთიანი სტანდარტები და წესი იმავე შინაარსით გადამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 აპრილის N284 დადგენილებით. 2014 წლის 14 ნოემბერს საბჭომ, ასევე, დაამტკიცა საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფის შემადგენლობა და მისი საქმიანობის წესი.
საკოორდინაციო საბჭოს ძირითადი ამოცანებია:
ა) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის სფეროში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის განსაზღვრული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელებაში ხელის შეწყობა და მათი საქმიანობის კოორდინაცია;
ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისა და ამ დანაშაულის ხელშემწყობი მიზეზების აღმოფხვრის თაობაზე წინადადებების შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის განსახილველად წარდგენა;
გ) ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) დაკავშირებული საკითხების განხილვის პროცესში მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო სექტორთან, ტრეფიკინგის პრობლემებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, აგრეთვე, ერთობლივი წინადადებების შემუშავება საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენად;
დ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული მდგომარეობის მონიტორინგი.
საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ხოლო მის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; საქართველოს მთავარი პროკურორი; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილეები; ასევე, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი. საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვათ: საქართველოს პარლამენტის უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს; სახალხო დამცველის, ევროპის საბჭოს, ევროკომისიის, აშშ-ის საელჩოს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, გაეროს ბავშვთა ფონდის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, ა/ო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ა/ო „თანადგომის“, ა/ო „სამოქალაქო განვითარების სააგენტოსა“ და ა/ო „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის“ წარმომადგენლებს.

- ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულება
- სახელმძღვანელო პრინციპები
- საინფორმაციო სტრატეგია
- მესაზღვრეებისთვის შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპები