ნარკომანიასთან ბრძოლის რეფორმა მიზნად ისახავს დაბალანსებული, ადამიანის უფლებების დაცვასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ანტინარკოტიკული პოლიტიკის ჩამოყალიბებას. რეფორმის პროცესი არის კოორდინირებული და ეფუძნება სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების აქტიურ თანამშრომლობას. რეფორმას კოორდინაციას უწევს ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. რეფორმის სახელმძღვანელო დოკუმენტია საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია. სტრატეგია დაფუძნებულია შემდეგ ძირითად პრინციპებზე: პიროვნების ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობა, პიროვნებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა, ადამიანის ღირსების პატივისცემა და უფლებების დაცვა, საზოგადოების ინფორმირებისა და განათლების ხელშეწყობა. რეფორმის ძირითადი მიმართულებებია: მოთხოვნის შემცირება, ზიანის შემცირება, მიწოდების შემცირება, სტიგმისა და დისკრიმინაციის დაძლევა, კოორდინაცია და საერთაშორისო თანამშრომლობა, ინფორმაცია-კვლევა და შეფასება.
სტრატეგიის იმპლემენტაციის მიზნით საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებულია 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა, სადაც განსაზღვრულია კონკრეტული აქტივობები, შემსრულებელი უწყებები, შესრულების ვადები და ინდიკატორები.
სტრატეგიის იმპლემენტაციის მიზნით საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებულია 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა, სადაც განსაზღვრულია კონკრეტული აქტივობები, შემსრულებელი უწყებები, შესრულების ვადები და ინდიკატორები.