საქართველოს მთავრობის დადგენილება №389
2013 წლის 30 დეკემბერი
 
ქ. თბილისი
 
 
 

 
 
 
მუხლი 1

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა  და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე­17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანდართული დებულება.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.
 
პრემიერ-მინისტრი                                                                                      ირაკლი ღარიბაშვილი
 
 
 
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება
თავი I ზოგადი დებულებანი
 
 
 
 
მუხლი 1
 
1.   საქართველოს   იუსტიციის   სამინისტრო   (შემდეგში    სამინისტრო)   არის   აღმასრულებელი   ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
 
2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.
 
3. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს  მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ, აგრეთვე საქართველოს მთავრობისა და პრემიერ­მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
 
4. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0114, გორგასლის ქ., №24ა.
 
 
 
 
მუხლი 2

 
1.   სამინისტროს   დაფინანსების   წყაროა   სახელმწიფო   ბიუჯეტი.   სამინისტრო   საქართველოს   კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისთვის.
 
2. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში ხაზინაში და ხარჯთა ნუსხა.
 
3. სამინისტროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
 
4. სამინისტროს მიერ სახელმწიფო დროშის გამოყენების წესი დადგენილია კანონმდებლობით.
 
5.   სახელმწიფო  გერბის  გამოსახულება  გამოიყენება  სამინისტროს  ბლანკებსა  და  სამინისტროს  შესასვლელების აბრებზე, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ბლანკებსა და შესასვლელების აბრებზე.
 
6.  სამინისტროს  შეიძლება  ჰქონდეს ემბლემა. სამინისტროს ემბლემა  შეიძლება  გამოყენებულ  იქნეს  სამინისტროს
თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, სამინისტროს ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე.
 
 
 
 
თავი II
 
სამინისტროს მმართველობის სფერო, ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია
 
 
 
 
მუხლი 3
 
1. სამინისტროს მმართველობის სფეროსა და ძირითად ამოცანებს განეკუთვნება:
 
ა)   სამართალშემოქმედებითი   საქმიანობა    და   კანონმდებლობით   გათვალისწინებული   ნორმატიული   აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
 
ბ)    სახელმწიფო    ვალის    აღებასთან,    კრედიტებზე   სახელმწიფო   გარანტიების    გაცემასთან        დაკავშირებული ხელშეკრულებების, აგრეთვე, იმ ადმინისტრაციული ხელშეკრულებების (გარდა ადმინისტრაციული ხასიათის საგრანტო ხელშეკრულებებისა)         სამართლებრივი    ექსპერტიზა       საქართველოს    კანონმდებლობასთან                 მათი შესაბამისობის            დადგენის             მიზნით,       რომელთა    ღირებულება           აღემატება         მილიონ            ლარს           ან/და  რომლებიც ითვალისწინებს მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
 
გ)  საწარმოთა  მიერ,  რომელთა აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო, დასადებ იმ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომლებიც ითვალისწინებენ მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
 
დ) საქართველოს მიერ დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების, მათ შორის, საერთაშორისო საგრანტო ხელშეკრულებების, სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, აგრეთვე, საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების, შეჩერებისა და შეწყვეტის შესაძლო სამართლებრივი შედეგების შეფასება;
 
ე)  სახელმწიფო  ვალის  აღების  და  კრედიტებზე  სახელმწიფო  გარანტიების  გაცემის  შესახებ  ხელშეკრულებათა, აგრეთვე, საერთაშორისო საგრანტო ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესრულების დადასტურება (იურიდიული დასაბუთება);
 
ვ)    არბიტრაჟებში    ან    უცხო   ქვეყნის    სასამართლოში    სახელმწიფო    წარმომადგენლობა    ან/და       სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფის კოორდინაცია;
 
ზ)    ჰააგის    საერთაშორისო   კერძო    სამართლის    კონფერენციის   ფარგლებში    მოქმედი    შეთანხმებებითა        და ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა;
 
თ) საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია;
 
ი) გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და ადამიანის   უფლებათა   დაცვის                                         სხვა   საერთაშორისო   ორგანოებში   სახელმწიფოს   წარმომადგენლის   ფუნქციის შესრულება,        ამ           სფეროში   სახელმწიფო   დაწესებულებათა   საქმიანობის    კოორდინაცია.   სისხლის   სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის კოორდინაცია;
 
კ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავება და წარმართვა; საზღვარგარეთის ქვეყნების უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობა, კანონით დადგენილი წესით;
 
ლ) საზღვარგარეთის ქვეყნების უფლებამოსილი ორგანოების სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობის შესრულება, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით პირთა გადაცემისა და ექსტრადიციის საკითხების გადაწყვეტა;
 
მ)    კანონით    დადგენილ    ფარგლებში,    საერთაშორისო    ხელშეკრულებათა    და    შეთანხმებათა       შესრულების უზრუნველყოფა;
 
ნ)  უფლებამოსილების  ფარგლებში,  საქართველოს  ევროპული  და  ევროატლანტიკური  ინტეგრაციის  პროცესების
ხელშეწყობისათვის გასატარებელი სამართლებრივი ღონისძიებების შესრულება და/ან შესრულების კოორდინაცია;
 
ო) ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებულ ასოცირების შეთანხმებაში სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ   საკითხებზე   სამართლებრივი   დაახლოებისათვის/ჰარმონიზაციისათვის   აუცილებელი   ზომების განხორციელება;
 
პ)   უფლებამოსილების    ფარგლებში,   საქართველოს   ადამიანის   უფლებათა   დაცვის ეროვნული   სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულება და/ან შესრულების კოორდინაცია;
 
ჟ) კანონმდებლობის შესაბამისად, ნოტარიატის საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება;
 
რ)   უფლებამოსილების    ფარგლებში,    სისხლის    სამართლის    პოლიტიკის   განსაზღვრისათვის       წინადადებების მომზადება;
 
ს) უფლებამოსილების ფარგლებში, გამოძიების ჩატარება;
 
ტ) უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ­სამძებრო საქმიანობის განხორციელება;
 
უ) საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანები.
 
2. სამინისტროს მმართველობის სფეროსა და ძირითად ამოცანებს, რომლებსაც იგი ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების მეშვეობით, განეკუთვნება:
 
ა) ნორმატიული აქტების სისტემატიზაცია და სახელმწიფო რეგისტრაცია; ნორმატიული აქტების ოფიციალური გამოქვეყნება;
 
ბ)  სამართლებრივი  ინფორმატიზაციისა  და  იურიდიული  განათლების  საკითხთა  გადაწყვეტაში  მონაწილეობის მიღება;
 
გ)    სანოტარო    საქმიანობა    ­   სახელმწიფოს   მიერ   დადგენილ    ფარგლებში,   პირებს    შორის   სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება;
 
დ) კანონით განსაზღვრული სახელმწიფო და სხვა რეესტრების წარმოება;
 
ე) უძრავი ქონების ერთიანი საკადასტრო მონაცემების შექმნა და გეოდეზიურ­კარტოგრაფიული საქმიანობის წარმოება;
 
ვ) მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა განხილვა­გადაწყვეტა;
 
ზ)   საქართველოს   მოქალაქეთა,   საქართველოში   მცხოვრებ   უცხოელთა   და   საქართველოს   კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პირთა აღრიცხვისა და მათზე დოკუმენტების გაცემის მოწესრიგებული სისტემის შექმნა და შეუფერხებელი  ფუნქციონირება,  ასევე,  შესაბამის  მონაცემთა  ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ) ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების ხელშეწყობა კანონით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში; ი)  სამოქალაქო  აქტების  რეგისტრაცია,  საცხოვრებელი  ადგილის  მიხედვით  ფიზიკურ  პირთა  რეგისტრაცია  და
რეგისტრაციიდან მოხსნა, კანონით გათვალისწინებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა და ამ
სფეროებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელება;
 
კ)  უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი, საქართველოში გაცემული დოკუმენტების, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ლეგალიზაცია ან აპოსტილით დამოწმება;
 
ლ) სახელმწიფო საარქივო საქმიანობის განხორციელება;
 
მ)  სასამართლოს  გადაწყვეტილებებისა და  კანონით აღსრულებას  დაქვემდებარებული სხვა აქტების აღსრულების უზრუნველყოფა;
 
ნ) კერძო აღმასრულებლების რეგისტრაცია, კერძო აღმასრულებელზე სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემა და კანონით დადგენილი წესით, ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება;
ო) ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) განვითარების ხელშეწყობისა და კოორდინაციისათვის შესაბამისი სტანდარტების შემუშავება და ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება; ინფორმაციული უსაფრთხოების სახელწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების ხელშეწყობა;
 
პ) მომხმარებელთათვის მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდება სამინისტროს საქმიანობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით;
 
ჟ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;
 
რ) უფლებამოსილების ფარგლებში, დანაშაულის პრევენცია, ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია­რეაბილიტაცია და ამ სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;
 
ს) საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანები.
 
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №518 – ვებგვერდი, 29.08.2014წ.
 
 
 
 
მუხლი 4
 
1. სამინისტროს უფლებამოსილებებს განეკუთვნება:
 
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
 
ბ) კანონმდებლობით დადგენილი ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
 
გ)  უფლებამოსილების  ფარგლებში, ქართული სამართლის საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან, ევროპულ სამართალთან            დაახლოებისა               და                    ჰარმონიზაციის                           სახელმწიფო     პოლიტიკის                  განხორციელება,                    ამ                           სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების სახელმწიფო პროგრამების შესრულების კოორდინაცია;
 
დ) ევროკავშირის სამართლის, მათ შორის, მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესწავლა და ანალიზი; ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებულ ასოცირების შეთანხმებაში სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ  საკითხებზე  სამართლებრივი დაახლოებისათვის/ჰარმონიზაციისათვის აუცილებელი ზომების    განხორციელება                             ­                    ევროკავშირის        სამართლის                წყაროებთან     (რეგულაციები,                    დირექტივები, გადაწყვეტილებები) ქართული კანონმდებლობის შესაბამისობის ანალიზი და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტის მომზადება;
 
ე) უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოსათვის უცხოეთის სახელმწიფოთა მიერ გაწეული სამართლებრივი დახმარების კოორდინაცია და ორგანიზება;
 
ვ) სახელმწიფო ვალის აღებასა და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით დასადებ ხელშეკრულებათა, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებათა, სამართლებრივი ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნის გაცემა ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის თაობაზე;
 
ზ) საქართველოს მიერ დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების, მათ შორის, საერთაშორისო საგრანტო ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, აგრეთვე, საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების, შეჩერებისა და შეწყვეტის შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ დასკვნის მომზადება;
 
თ)  სასესხო  და  სხვა  ხასიათის  იმ  ადმინისტრაციულ  ხელშეკრულებათა  პროექტების (გარდა ადმინისტრაციული ხასიათის                              საგრანტო             ხელშეკრულებათა   პროექტებისა)                      სამართლებრივი                               ექსპერტიზა         საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომელთა ღირებულება აღემატება მილიონ ლარს ან/და რომლებიც ითვალისწინებს მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
 
ი) საწარმოთა  მიერ,  რომელთა აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო, დასადებ იმ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომლებიც ითვალისწინებს მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
 
კ)    სახელმწიფო  ვალის    აღებასა    და    კრედიტებზე    სახელმწიფო   გარანტიების    გაცემასთან        დაკავშირებულ ხელშეკრულებათა,     აგრეთვე,     საერთაშორისო    საგრანტო    ხელშეკრულებათა       დადებასთან   დაკავშირებული პროცედურების     საქართველოს      კანონმდებლობის       შესაბამისად,  შესრულების   დადასტურება            (იურიდიული
დასაბუთება) და შესაბამისი დასკვნის გაცემა;
 
ლ)  კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოში  აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებზე,  თუ  დავის საგნის  ღირებულება  აღემატება 500  000  ლარს  ან/და საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით, განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება;
 
მ)    არბიტრაჟებში    ან    უცხო   ქვეყნის    სასამართლოში    სახელმწიფო    წარმომადგენლობა    ან/და       სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფის კოორდინაცია;
 
ნ)    ჰააგის    საერთაშორისო    კერძო    სამართლის    კონფერენციის    ფარგლებში,    მოქმედი    შეთანხმებებითა       და ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა;
 
ო) სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებათა მომზადება, დადება და მათი შესრულების ორგანიზება;
 
პ) საზღვარგარეთის ქვეყნების უფლებამოსილი ორგანოების სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობის შესრულება, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით პირთა გადაცემისა და ექსტრადიციის საკითხების გადაწყვეტა;
 
ჟ) გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და ადამიანის            უფლებათა                      დაცვის                    სხვა                  საერთაშორისო                     ორგანიზაციებში            სახელმწიფო                   წარმომადგენლობის უზრუნველყოფა, სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანოებიდან სათანადო ინფორმაციის, მასალის, საქმეების,  დოკუმენტაციის გამოთხოვა, გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში და ადამიანის უფლებათა  ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს სახელით წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებათა აღსრულების მიზნით, წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
 
რ) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის კოორდინაცია;
 
ს) უწყებათაშორისი კომისიების, რომელთაც თავმჯდომარეობს იუსტიციის მინისტრი, სამდივნოს ფუნქციის შესრულება და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
 
ტ) ნოტარიუსებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის ზედამხედველობა;
 
უ)  ნოტარიატის  სფეროში  მინისტრის (სამინისტროს) კანონით დადგენილ  უფლებამოსილებათა განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ნოტარიატთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა;
 
ფ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის განხილვა, აგრეთვე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლის განხორციელება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ კანონმდებლობის შესრულებაზე;
 
ქ)    კანონმდებლობით    დადგენილი    წესით,    სამინისტროს    სისტემაში    შემავალი    სახელმწიფო       საქვეუწყებო დაწესებულების საშტატო ნუსხის დამტკიცება და საქმიანობის გეგმების შემუშავება, მათთვის საჭირო ფულადი და სხვა სახსრების გაცემის უზრუნველყოფა;
 
ღ)   სამინისტროს,   მის    სისტემაში   შემავალი    სახელმწიფო   საქვეუწყებო   დაწესებულებისა   და   სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;
 
ყ) უფლებამოსილების ფარგლებში, სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრისათვის წინადადებების მომზადება; შ) უფლებამოსილების ფარგლებში, გამოძიების ჩატარება;
ჩ) უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ­სამძებრო საქმიანობის განხორციელება;
 
ც) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
 
2.  სამინისტროს  უფლებამოსილებებს,  რომლებსაც  იგი  ახორციელებს  საჯარო  სამართლის იურიდიული პირების მეშვეობით, განეკუთვნება:
ა) ნორმატიული აქტების სისტემატიზაცია და საკონტროლო მდგომარეობაში მოყვანა; ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოება;
 
ბ) ნორმატიული აქტების ოფიციალური გამოქვეყნება; ნორმატიული აქტების ოფიციალური ტექსტებისა და იურიდიული ლიტერატურის ბეჭდური სახით გამოცემა;
 
გ) სამართლებრივი ინფორმატიზაციის პროგრამების განვითარება; ერთიანი სისტემის ფორმირების უზრუნველყოფა; კანონმდებლობის ერთიანი დარგობრივი კლასიფიკატორისა და სამართლებრივი კოდირების სისტემის განვითარება და სრულყოფა;
 
დ) ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) განვითარების ხელშეწყობისა და კოორდინაციისათვის შესაბამისი სტანდარტების შემუშავება და ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, ინფორმაციული უსაფრთხოების სახელწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების ხელშეწყობა;
 
ე)   სანოტარო    საქმიანობა    ­    სახელმწიფოს   მიერ   დადგენილ    ფარგლებში,   პირებს   შორის      სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება;
 
ვ) საჯარო რეესტრის ­ უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო­სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების, აგრეთვე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისა (პარტიებისა) და მუნიციპალიტეტების რეესტრის ფორმირება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
 
ზ) უძრავი ქონების ერთიანი საკადასტრო მონაცემების შექმნა და გეოდეზიურ­კარტოგრაფიული საქმიანობის წარმოება;
 
თ) პირის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენის, მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საკითხთა განხილვა;
 
ი) მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენა; ბინადრობის ნებართვისა და ემიგრაციის ნებართვის საკითხთა განხილვა­გადაწყვეტა;
 
კ) სამოქალაქო რეესტრის წარმოების უზრუნველყოფა;
 
ლ) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ფიზიკურ პირთა რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არქმონე პირთათვის და უცხოელთათვის კანონით გათვალისწინებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა, ამ სფეროებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება და კანონმდებლობის შესრულების ზედამხედველობა;
 
მ) ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების ხელშეწყობა, კანონით დადგენილი წესითა და ფარგლებში;
 
ნ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია, სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა,   სამოქალაქო   აქტის   რეგისტრაციის   მოწმობის   გაცემა,   უფლებამოსილების   ფარგლებში,   იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა;
 
ო) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელების შეფარდება;
 
პ) უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი, საქართველოში გაცემული დოკუმენტების, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება;
 
ჟ) სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და კანონის შესაბამისად აღსრულებას დაქვემდებარებული სხვა აქტების აღსრულების განხორციელება;
 
რ) კერძო აღმასრულებელთა რეესტრის წარმოების უზრუნველყოფა; კერძო აღმასრულებელზე სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემა და კანონით დადგენილი წესით, ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება;
 
ს) ეროვნული საარქივო ფონდის შექმნა, შევსება, აღწერა და ცენტრალიზებული აღრიცხვა; ტ) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვა, კონსერვაცია და რესტავრაცია;
უ) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, კანონით დადგენილ ფარგლებში;
 
ფ) უფლებამოსილების ფარგლებში, დანაშაულის პრევენცია, ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია­რეაბილიტაცია და ამ სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;
 
ქ) მომხმარებელთათვის მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდება სამინისტროს საქმიანობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით;
 
ღ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა; ყ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №518 – ვებგვერდი, 29.08.2014წ.
 
 
 
თავი III
 
სამინისტროს ხელმძღვანელობა და პერსონალი
 
 
 
 
მუხლი 5
 
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდეგში ­ მინისტრი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ­მინისტრი.
 
2. მინისტრი:
 
ა)  ხელმძღვანელობს  სამინისტროს,  წარმართავს  მის  საქმიანობას  და  წყვეტს სამინისტროს გამგებლობის  სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
 
ბ) წარმოადგენს სამინისტროს და ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;
 
ბ1)    მთავარი    პროკურორის   წარდგინებით,   განსაზღვრავს    სისხლის   სამართლის   საქმეთა   საგამოძიებო        და ტერიტორიულ საგამოძიებო ქვემდებარეობას;
 
გ) პასუხისმგებელია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ კანონმდებლობის შესრულებაზე;
 
გ1) განსაზღვრავს სამინისტროს საინფორმაციო პოლიტიკას;
 
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს  მმართველობის  სფეროში  მოქმედი  საჯარო  სამართლის  იურიდიული პირების  მიერ მოვალეობათა შესრულების  მიმდინარეობას  და  ახორციელებს  სამინისტროს შესაბამის მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
 
ე) საქართველოს პრემიერ­მინისტრს წარუდგენს პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებას;
 
ვ)   კანონმდებლობით   დადგენილი   წესით,   თავისი   კომპეტენციის   ფარგლებში,   თანამდებობაზე   ნიშნავს                                                                                                                                                                                 და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოსამსახურეებს;
 
ვ1) წყვეტს სამინისტროს მოსამსახურეების და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების საკითხებს;
 
ვ2)  წყვეტს სამინისტროს მოსამსახურეების, აგრეთვე, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულებისა  და  სამინისტროს მმართველობის  სფეროში  მოქმედი საჯარო  სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებისთვის         დანამატის     დაწესებისა  და                  მათი             პრემირების                                          საკითხებს,   წერილობით  ითანხმებს სამინისტროს  სისტემაში  შემავალი  სახელმწიფო  საქვეუწყებო  დაწესებულებისა  და  სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომელთა პრემირების საკითხებს;
 
ზ) საჭიროების შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების, მათ შორის, საამისოდ აუცილებელი ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ, მოსამსახურეთათვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად;
 
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისათვის ადგენს სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებებსა და შეღავათებს, სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებებისათვის განსაზღვრული სახსრების ფარგლებში;
 
ი) შესაბამის საკონკურსო­საატესტაციო კომისიასთან შეთანხმებით ადგენს საკონკურსო და საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს მოხელეებისადმი;
 
კ) იღებს გადაწყვეტილებას ნოტარიუსების თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სანოტარო  საქმიანობის  უფლების შეჩერების თაობაზე და  კანონმდებლობის  შესაბამისად, ახორციელებს მათი საქმიანობის ზედამხედველობას;
 
ლ) დადგენილი წესით საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგენს ნორმატიული აქტების პროექტებს;
 
მ) საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში, გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მითითებებს;
 
ნ) განსაზღვრავს სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის (ICCMS) წარმოების წესს; ო) (ამოღებულია ­ 27.08.2014, №518);
პ) „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით წყვეტს პირთა გადაცემისა და ექსტრადიციის საკითხებს;
 
ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ანიჭებს მოხელეებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს;
 
რ) დადგენილი წესით მოხელეებს წარადგენს საპატიო წოდებებისა და სახელმწიფო ჯილდოების მისანიჭებლად;
 
რ1) ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ თანამშრომელთათვის უწყებრივი ჯილდოს გაცემის წესს, აჯილდოებს უწყებრივი ჯილდოთი სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ თანამშრომლებს;
 
ს) ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში გრანტების გაცემის წესს და საგრანტო პროგრამას;
 
ტ)  კანონმდებლობით  დადგენილი წესით, თავისი  კომპეტენციის ფარგლებში, ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებებს, ადგენს მათი საქმისწარმოების წესს;
 
უ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;
 
ფ)  უფლებამოსილია  სამინისტროს  კომპეტენციას  მიკუთვნებული  სხვადასხვა საკითხის  მოსამზადებლად  შექმნას სათათბირო ორგანოები ­ კომისიები და საბჭოები, განსაზღვროს მათი ამოცანები, მათ მიერ დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესი;
 
ქ)  წყვეტს  სამართლებრივ  დავას  სამინისტროს  სტრუქტურულ  ქვედანაყოფებს,  აგრეთვე  სამინისტროს სისტემაში შემავალ  სახელმწიფო  საქვეუწყებო  დაწესებულებასა  და  სამინისტროს  მმართველობის  სფეროში  მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის;
 
ღ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები გადაწყვეტილებათა მისაღებად იმ საკითხებზე, რომლებიც განეკუთვნება სამინისტროს გამგებლობის სფეროს;
 
ყ) საქართველოს პრემიერ­მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს;
შ) პასუხს აგებს შესაბამისი სახელმწიფო ქონების დაცვისა და მიზნობრივი გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
 
ჩ) კანონით დადგენილი წესით, უწევს სამსახურებრივ ზედამხედველობას (სახელმწიფო კონტროლს) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, სამინისტროს თანამდებობის პირებისა და მოხელეების აქტებსა და მოქმედებებს;
 
ჩ1)    უშუალოდ    ახორციელებს    სამსახურებრივ   ზედამხედველობას    სამინისტროს    გენერალური         ინსპექციის საქმიანობაზე;
 
ც) ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს (გარდა საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ საპროკურორო                    უფლებამოსილების        განხორციელებასთან                              დაკავშირებით              გამოცემული                   აქტებისა                და განხორციელებული   ქმედებებისა),   რომლებიც                        არ   შეესაბამება   საქართველოს   კონსტიტუციას,   სხვა   კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებებსა და მინისტრის ბრძანებებს;
 
ძ) კანონით დადგენილი წესით აჩერებს სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოხელეთა მიერ გამოცემული აქტის აღსრულებას  ან  მოქმედების  შესრულებას  (გარდა საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილი  თანამდებობის პირების  მიერ  საპროკურორო  უფლებამოსილების  განხორციელებასთან  დაკავშირებით  გამოცემული აქტებისა და განხორციელებული      ქმედებებისა),      გასცემს                                    შესასრულებლად              სავალდებულო       მითითებებს        აქტის              შეცვლის, მოქმედებაში ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან ახალი მოქმედების შესრულების შესახებ;
 
წ)   კანონით   დადგენილი   წესით   ძალადაკარგულად   ცნობს   სამინისტროს   თანამდებობის   პირთა   აქტებსა   და მოქმედებებს (გარდა საქართველოს  პროკურატურის უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ საპროკურორო უფლებამოსილების        განხორციელებასთან                    დაკავშირებით    გამოცემული                                     აქტებისა                        და                        განხორციელებული ქმედებებისა), მათი მიზანშეუწონლობის მოტივით;
 
ჭ) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში;
 
ხ) ამტკიცებს სამინისტროსა და  სამინისტროს მმართველობის  სფეროში  მოქმედ  საჯარო  სამართლის იურიდიულ პირებში სტაჟირების გავლის წესს და სტაჟიორის ანაზღაურების ოდენობას;
 
ჯ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
 
3. მინისტრი ახორციელებს პროკურატურის ორგანოების საერთო ხელმძღვანელობას. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, მინისტრი:
 
ა) საქართველოს პრემიერ­მინისტრს წარუდგენს წინადადებებს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის ან თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე;
 
ბ) მთავარი პროკურორის წარდგინებით ქმნის და აუქმებს პროკურატურის ორგანოებს, განსაზღვრავს მათ სამოქმედო ტერიტორიას და ადგენს სტრუქტურულ ერთეულთა კომპეტენციას;
 
გ)      მთავარი     პროკურორის     წარდგინებით,     საქართველოს     კანონმდებლობით      განსაზღვრულ         საერთო უფლებამოსილებათა ფარგლებში, დროებით ქმნის სპეციალიზებულ პროკურატურას და კანონით დადგენილი წესით განსაზღვრავს მისი საქმიანობის მიმართულებებსა და ფუნქციონირების ვადას;
 
დ) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, მთავარი პროკურორის წარდგინებით ამტკიცებს სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებს;
 
ე)    მთავარი   პროკურორის    წარდგინებით   ამტკიცებს    პროკურატურის   ორგანოების   სტრუქტურას,       საშტატო ერთეულებსა და მათ რაოდენობას;
 
ვ) მთავარი პროკურორის წარდგინებით ამტკიცებს პროკურატურის ორგანოებისა და მათი სტრუქტურული დანაყოფების დებულებებს;
 
ზ)  მთავარი  პროკურორის წარდგინებით  განსაზღვრავს პროკურატურის მუშაკთა ატესტაციის  წესს; საქართველოს მთავრობას            დასამტკიცებლად                     წარუდგენს              პროკურატურის   მუშაკთა   საკვალიფიკაციო   საგამოცდო                     კომისიის დებულებას და კომისიის შემადგენლობას;
თ) მთავარი  პროკურორის წარდგინებით  განსაზღვრავს პროკურატურის ორგანოებში დასაქმების მსურველ პირთა მონაცემების ერთიანი ბაზის შექმნის წესს;
 
ი) მთავარი პროკურორის წარდგინებით ამტკიცებს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესს; კ) მთავარი პროკურორის წარდგინებით ამტკიცებს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსს;
ლ) მთავარი პროკურორის წარდგინებით, გამოყოფილი შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში ამტკიცებს პროკურატურის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;
 
მ)    მთავარი   პროკურორის    წარდგინებით   შეიმუშავებს    წინადადებებს   პროკურატურის   დაფინანსებისა       და მატერიალურ­ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ;
 
ნ) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სხვა საერთაშორისო სასამართლოებში, ტრიბუნალებსა და არბიტრაჟებში    საქართველოს    სახელმწიფოს    წარმომადგენლობის    ფარგლებში    პროკურატურის                           ორგანოსგან გამოითხოვს შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის მასალებს;
 
ო) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ფიზიკური და იურიდიული პირების საჩივრებსა და განცხადებებს;
 
პ)  კანონის  საფუძველზე  და  მის  შესასრულებლად  გამოსცემს  ნორმატიულ  და  ინდივიდუალურ  სამართლებრივ აქტებს  ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მითითებებს.
 
4. მინისტრი არ ერევა პროკურატურის მიერ ცალკეული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებასთან ან/და სისხლისსამართლებრივ     დევნასთან      დაკავშირებით      განხორციელებულ      მოქმედებებსა      და                                             მიღებულ გადაწყვეტილებებში.
 
5. მინისტრის უფლებამოსილება წყდება საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილი წესით.
 
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №518 – ვებგვერდი, 29.08.2014წ.
 
 
 
 
მუხლი 6
 
1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ოთხი მოადგილე, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება მინისტრის  ბრძანებით,  თუ  კანონითა  და  საქართველოს მთავრობის  სამართლებრივი აქტებით  სხვა რამ  არ  არის დადგენილი.
 
2. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ­მინისტრი.
 
3.    მთავრობის    შემადგენლობის    მიერ    უფლებამოსილების    მოხსნისას    ან    სხვა    საფუძველზე       მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდებათ მთავრობის ახალი შემადგენლობის ან მინისტრის დანიშვნისთანავე.
 
4. მინისტრის ერთ­ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
 
5.    მინისტრის   არყოფნის    ან    უფლებამოსილების   შეწყვეტის   შემთხვევაში,   ამ    დებულების   მე­5       მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მინისტრის პირველი მოადგილე, ხოლო მინისტრის პირველი მოადგილის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში  მინისტრის ერთ­ერთი მოადგილე.
 
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №518 – ვებგვერდი, 29.08.2014წ.
 
 
 
 
მუხლი 7
 
1. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან:
 
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მათი შიდა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
ბ)   სამინისტროს   სისტემაში   შემავალი  სახელმწიფო   საქვეუწყებო   დაწესებულების   ხელმძღვანელი   და   მათი მოადგილეები;
 
გ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი  საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.
 
2.   სამინისტროს  სტრუქტურული  ქვედანაყოფის  ხელმძღვანელი  უშუალოდ  ემორჩილება  მინისტრს,  მინისტრის პირველ მოადგილეს ან მინისტრის მოადგილეს.
 
3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:
 
ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
 
ბ)   თვალყურს   ადევნებს   სამინისტროს   სტრუქტურული   ქვედანაყოფის   მოსამსახურეების   მიერ   სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
 
გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) ანგარიშვალდებულია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობისათვის;
ე)    წარმოადგენს    სამინისტროს    სტრუქტურულ    ქვედანაყოფს    თავისი    მოვალეობების    შესრულებისას       და სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრის მოადგილეს, რომელიც მინისტრის ბრძანების შესაბამისად ხელმძღვანელობს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფს;
 
ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
 
ზ)   შუამდგომლობს   იმ   სახსრების   გამოყოფის   თაობაზე,   რომლებიც   საჭიროა   სამინისტროს   სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანათა შესასრულებლად;
 
თ)   შუამდგომლობს   სამინისტროს   სტრუქტურული   ქვედანაყოფის   მოსამსახურეთა   კვალიფიკაციის   ამაღლების შესახებ;
 
ი) ასრულებს ამ დებულებით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, მინისტრის ან/და უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
 
 
 
 
მუხლი 8
 

1. სამინისტროს საშტატო შემადგენლობაში არიან: ა) მინისტრის მრჩევლები;
ბ) მინისტრის (მინისტრის მოადგილეების) თანაშემწეები; გ) სამინისტროს მრჩევლები;
დ) გამომძიებლები; ე) აუდიტორები;
ვ) სამინისტროს სპეციალისტები; ზ) დამხმარე მოსამსახურეები.
2. მინისტრის მრჩევლები და თანაშემწეები უშუალოდ ექვემდებარებიან მინისტრს. მათ თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მინისტრის მრჩეველი და თანაშემწე თანამდებობაზე ინიშნებიან მინისტრის უფლებამოსილების ვადით.
3.   მინისტრის   მოადგილის   თანაშემწეს  მინისტრის   მოადგილის   წარდგინებით   თანამდებობაზე   ნიშნავს   და თანამდებობიდან          ათავისუფლებს                 მინისტრი.      მინისტრის  მოადგილის თანაშემწე      უშუალოდ        ექვემდებარება მინისტრის მოადგილეს. მინისტრის მოადგილის თანაშემწე თანამდებობაზე ინიშნება მინისტრის მოადგილის უფლებამოსილების ვადით.
 
4. სამინისტროს მრჩევლებს, გამომძიებლებს, აუდიტორებს,  სამინისტროს სპეციალისტებს თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი და თანამდებობიდან ათავისუფლებს კანონით დადგენილი წესით.
 
5. სამინისტროს მრჩევლების, გამომძიებლების, აუდიტორებისა და სამინისტროს სპეციალისტების მოვალეობანი და ქვემდებარეობა განისაზღვრება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
 
 
 
 
თავი IV სამინისტროს სისტემა
 
 
 

მუხლი 9
 
სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა საქართველოს პროკურატურა.
 
 
 
 
მუხლი 10
 
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებია: ა) საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი;
ბ) საქართველოს საკანონმდებლო მაცნე; გ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატა;
დ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
 
ე) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო; ვ) საქართველოს ეროვნული არქივი;
ზ) აღსრულების ეროვნული ბიურო; თ) მონაცემთა გაცვლის სააგენტო;
ი) „სმართ ლოჯიქი“ (SMART LOGIC); კ) იუსტიციის სახლი;
ლ) დანაშაულის პრევენციის ცენტრი.
 
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №518 – ვებგვერდი, 29.08.2014წ.
 
 
 
 
მუხლი 11
 

სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ადმინისტრაცია (დეპარტამენტი);
ბ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტი; გ) არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტი;
დ) საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი; დ1) ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტი;
ე) ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტი;
 
ვ) სამართალშემოქმედების დეპარტამენტი; ზ) ანალიტიკური დეპარტამენტი;
თ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი; ი) ეკონომიკური დეპარტამენტი;
კ) გენერალური ინსპექცია;
 
ლ) პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი; მ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №518 – ვებგვერდი, 29.08.2014წ.
 
 
 
 
თავი V
 
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები
 
 
 
 
მუხლი 12
 
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია და სტრუქტურა განისაზღვრება ამ დებულებით, ასევე სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
 
2.  სამინისტროს  სტრუქტურული  ქვედანაყოფი  შეიძლება  დაიყოს  შიდა  სტრუქტურულ ერთეულებად, რომელთა სახელწოდება და კომპეტენცია განისაზღვრება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით.
 
 
 
 
მუხლი 13
 
ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) ძირითადი ამოცანებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისათვის ორგანიზაციულ­ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა; ბ)                    კომპეტენციის  ფარგლებში,      სამინისტროს           ურთიერთობების        კოორდინაცია     სხვადასხვა      სახელმწიფო
დაწესებულებებთან,  საჯარო  და  კერძო  სამართლის  იურიდიულ  პირებთან,  არასამთავრობო  და  საერთაშორისო
ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან;
 
ბ1)   სამინისტროს   დეპარტამენტებს,   აგრეთვე,   სამინისტროს   სისტემაში   შემავალ   სახელმწიფო        საქვეუწყებო დაწესებულებასა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის ურთიერთობის კოორდინაცია;
 
გ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობა; გ1) სამინისტროს საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფა;
დ)  სამინისტროში,   აგრეთვე,   სამინისტროს  მმართველობის  სფეროში  მოქმედ  საჯარო  სამართლის  იურიდიულ პირებში   „სმართ ლოჯიქსა“ (SMART LOGIC) და დანაშაულის პრევენციის ცენტრში დოკუმენტბრუნვის (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოების) მოწესრიგება;
 
ე)  სამინისტროს,  აგრეთვე,  სამინისტროს  მმართველობის  სფეროში  მოქმედი  საჯარო  სამართლის  იურიდიული პირების       „სმართ  ლოჯიქისა“  (SMART  LOGIC)  და  დანაშაულის  პრევენციის  ცენტრის  მუშაობის  ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, საქმისწარმოების ერთიანი წესის დამკვიდრება;
 
ვ) საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა; ზ) სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა; თ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №518 – ვებგვერდი, 29.08.2014წ.
 
 
 
მუხლი 14
 
ადამიანის    უფლებათა    საერთაშორისო    სასამართლოებში    სახელმწიფო   წარმომადგენლობის                     დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
 
ა)  ადამიანის  უფლებათა  საერთაშორისო  სასამართლოებში  სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა  და მასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტის ორგანიზება;
 
ბ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანოებიდან მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის, მასალის, საქმეების, დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის დროულად მიღების ორგანიზება და დამუშავება    ადამიანის    უფლებათა    საერთაშორისო   სასამართლოებში    სახელმწიფოს    სახელით                       წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადების მიზნით;
 
გ)      ადამიანის     უფლებათა     საერთაშორისო     სასამართლოების     მიერ     გამოტანილი         გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის წინადადებათა შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
 
დ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების მიერ საგამოძიებო მოქმედებათა განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველყოფა;
 
ე)   ადამიანის   უფლებათა    საერთაშორისო   სამართლებრივ   აქტებთან,   ადამიანის   უფლებათა   საერთაშორისო სასამართლოების  გადაწყვეტილებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით წინადადებათა შემუშავება და წარდგენა; საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
 
ვ) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის, ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო         სამართლებრივი აქტებისა       და                  ადამიანის            უფლებათა                             საერთაშორისო       სასამართლოების პრეცედენტული სამართლის პოპულარიზაცია.
 
 
 
 
მუხლი 15
 
არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
 
ა)   არბიტრაჟებსა   და   უცხო   ქვეყნის   სასამართლოებში   სახელმწიფო   წარმომადგენლობა   ან/და   სახელმწიფო წარმომადგენლობის კოორდინაცია;
 
ბ)  საქართველოს  სახელმწიფოს  წინააღმდეგ  არსებული  და/ან  საქართველოს  სახელმწიფოს  მიერ  ინიციირებული დავის მორიგებით დასრულების მიზნით, დავის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე მოწინააღმდეგე მხარესთან ან მის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების გამართვა;
გ)  ამ  მუხლის  „ბ“  ქვეპუნქტში  მითითებული მოლაპარაკების წარმატებით დასრულების  შემთხვევაში  მორიგების ხელშეკრულებების გაფორმებაში მონაწილეობის მიღება, ან/და ასეთი ხელშეკრულებების გაფორმება;
 
დ)     არბიტრაჟებისა      და      უცხო      ქვეყნის      სასამართლოების     მიერ      გამოტანილი          გადაწყვეტილებების ანულირების/გასაჩივრების                    შესაძლებლობის                      შემთხვევაში,          სათანადო              პროცედურების                 განხორციელების უზრუნველყოფა;
 
ე)    არბიტრაჟებისა    და    უცხო   ქვეყნის    სასამართლოების    მიერ    სახელმწიფოს    სასარგებლოდ       გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების კოორდინაცია;
 
ვ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანოებიდან მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის,  მასალების,  საქმეების,  დასკვნებისა  და  სხვა დოკუმენტაციის დროულად  მიღების  ორგანიზება და დამუშავება, არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართ­ლოებში სახელმწიფოს სახელით წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადება ან/და მომზადებაში მონაწილეობის მიღება.
 
 
 
 
მუხლი 16
 
საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
 
ა)  სამინისტროს  კომპეტენციის  ფარგლებში,  საქართველოს  მიერ საერთაშორისო  ხელშეკრულებებით,  მათ შორის, სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება და/ან შესრულების  კოორდინაცია,  გარდა  საქართველოსა და  ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული, აგრეთვე, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში განსაზღვრული სხვა ვალდებულებებისა;
 
ბ)    სამინისტროს    კომპეტენციის   ფარგლებში,    საქართველოს    ევროატლანტიკური   ინტეგრაციის       პროცესების ხელშეწყობისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესრულება და/ან შესრულების კოორდინაცია;
 
გ)  სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულება და/ან შესრულების კოორდინაცია;
 
დ) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების ზოგადი კოორდინაცია;
 
ე) საზღვარგარეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავებისა და წარმართვის ხელშეწყობა;
 
ვ)    საქართველოსათვის    სავალდებულო    ძალის    მქონე    საერთაშორისო   სამართლებრივ    ნორმებთან,       გარდა საქართველოსა და                  ევროკავშირს             შორის              დადებული     ასოცირების       შეთანხმებით         გათვალისწინებული ვალდებულებებისა,  საქართველოს  კანონმდებლობის  ჰარმონიზაციის       ხელშეწყობა,  ამ   მიზნით,            შესაბამისი წინადადებების შემუშავება და თანამშრომლობა ამ სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა სახელმწიფოთა შესაბამის უწყებებთან;
 
ზ)    გაეროს   მართლმსაჯულების    საერთაშორისო   სასამართლოში   სახელმწიფოს   წარმომადგენლის        ფუნქციის შესრულება;
 
თ) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობა, მასთან სხვა სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლობის კოორდინაცია;
 
ი) წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან სამინისტროს თანამშრომლობის კოორდინაცია;
 
კ)    ჰააგის    საერთაშორისო   კერძო    სამართლის    კონფერენციასთან   თანამშრომლობის    უზრუნველყოფა       და/ან კოორდინაცია;
 
ლ) შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, თემატური უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოების/კომისიების სამდივნოს ფუნქციების შესრულება.
 
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №518 – ვებგვერდი, 29.08.2014წ.
 
 
 
 
მუხლი 161
ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
 
ა)   სამინისტროს   სტრუქტურული   ქვედანაყოფების   საქმიანობის  კოორდინაცია   ევროკავშირთან   ინტეგრაციის პროცესში განსაზღვრული ვალდებულებების, მათ შორის, საპროგრამო დოკუმენტების და სამოქმედო გეგმების (ასოცირების  დღის  წესრიგი,  სავიზო  რეჟიმის  ლიბერალიზაციის  სამოქმედო გეგმა,  ევროკავშირის  სამართალთან დაახლოების/ჰარმონიზაციის სამინისტროს გეგმა) შესრულების მიზნით;
 
ბ) ევროკავშირის სამართლის, მათ შორის, მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესწავლა და ანალიზი;
 
გ) ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების/ჰარმონიზაციის მეთოდიკისა და ზოგადი პრინციპების შემუშავება;
 
დ) ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით შექმნილ სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმში მონაწილეობა;
 
ე) ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების საფუძველზე შექმნილ ორგანოში ­ ასოცირების საბჭოში სამინისტროს წარმომადგენლის სამდივნოს ფუნქციების განხორციელება;
 
ვ) ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებულ ასოცირების შეთანხმებაში სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ   საკითხებზე   სამართლებრივი   დაახლოებისათვის/ჰარმონიზაციისათვის   აუცილებელი   ზომების განხორციელება,        კერძოდ                         კი,            ევროკავშირის        სამართლის                 წყაროებთან    (რეგულაციები,                     დირექტივები, გადაწყვეტილებები)  ქართული კანონმდებლობის  შესაბამისობის ანალიზი,  საჭიროების შემთხვევაში, ნორმატიულ აქტებში                 ცვლილების     ან     ახალი     ნორმატიული     აქტის    პროექტის    მომზადების    მიზნით,                   სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტისათვის წინადადებით მიმართვა;
 
ზ) ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ ევროკავშირის რეგულაციებთან,                          გადაწყვეტილებებსა                 და                                     დირექტივებთან               საქართველოს                           კანონმდებლობის დაახლოების/ჰარმონიზაციის მიზნით, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სხვადასხვა უწყების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტების და თანმდევი დოკუმენტების სამართლებრივი ექსპერტიზა.
 
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №518 – ვებგვერდი, 29.08.2014წ.
 
 
 
 
მუხლი 17
 
ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
 
ა)  სახელმწიფო  ვალის  აღებასთან  და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით დასადებ ხელშეკრულებათა, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებათა სამართლებრივი ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნის გაცემა ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის თაობაზე;
 
ბ) (ამოღებულია ­ 27.308.2014, №518);
 
გ)    საქართველოს   კანონმდებლობასთან   შესაბამისობის   დადგენის    მიზნით   სასესხო   და   სხვა   ხასიათის   იმ ადმინისტრაციულ                ხელშეკრულებათა        პროექტების      (გარდა     ადმინისტრაციული       ხასიათის           საგრანტო                   ხელ­ შეკრულებათა პროექტებისა) სამართლებრივი ექსპერტიზა, რომელთა ღირებულება აღემატება მილიონ ლარს ან/და რომლებიც ითვალისწინებს მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
 
დ) საწარმოთა მიერ, რომელთა აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო, დასადებ იმ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომლებიც ითვალისწინებს მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
 
ე)  სახელმწიფო  ვალის  აღების  და  კრედიტებზე  სახელმწიფო  გარანტიების  გაცემის  შესახებ  ხელშეკრულებათა, აგრეთვე საერთაშორისო საგრანტო ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესრულების დადასტურება (იურიდიული დასაბუთება);
 
ვ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულების დადების, შეჩერებისა და შეწყვეტის თაობაზე წინადადებების შემუშავება, საქართველოს მიერ დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების,  მათ  შორის,  საერთაშორისო  საგრანტო  ხელშეკრულებების,  სამართლებრივი  ექსპერტიზა  და
სამართლებრივი   დასკვნის    მომზადება    საქართველოს    კანონმდებლობასთან    შესაბამისობის,    აგრეთვე,                              მათი სავალდებულოდ აღიარების, მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების სამართლებრივი შედეგების შესახებ;
 
ზ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების, მათ შორის, სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
 
თ) კომპეტენციის ფარგლებში სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
 
ი)  კანონით  გათვალისწინებულ  შემთხვევებში, სასამართლოში  აღმასრულებელი  ხელისუფლების დაწესებულების წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებზე,  თუ  დავის საგნის  ღირებულება  აღემატება 500  000  ლარს  ან/და საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება;
 
კ) სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის კოორდინაციის უზრუნველყოფა;
 
ლ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სასამართლო დავების ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, აღრიცხვა და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა;
 
მ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;
 
ნ)   სამინისტროს   მიერ   სხვა   ადმინისტრაციული   ორგანოებისათვის   სამართლებრივი   დახმარების   აღმოჩენის უზრუნველყოფა.
 
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №518 – ვებგვერდი, 29.08.2014წ.
 
 
 
 
მუხლი 18
 
სამართალშემოქმედების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
 
ა) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
 
ბ)  კანონშემოქმედებით  სფეროში  პარლამენტისა და  სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და სამინისტროს საპარლამენტო          მდივნისათვის       „საპარლამენტო           მდივნის             შესახებ“                             საქართველოს      კანონით                 მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობა;
 
გ) „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში არსებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების და  სხვა დოკუმენტების განხილვა  საქართველოს კონსტიტუციასა და  უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სხვა ნორმატიულ                       აქტებთან                                შესაბამისობის        და                          მიზანშეწონილობის                 თვალსაზრისით                     და                           დეპარტამენტის უფლებამოსილებების ფარგლებში, სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, მათ შესახებ სამინისტროს პოზიციის მომზადება;
 
დ)     სამინისტროში     მომზადებული,     საქართველოს     მთავრობის     სხდომაზე     განსახილველი         საკითხების ინიციირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
 
ე) სამართლის ცალკეული დარგების განვითარების აუცილებლობისა და პერსპექტივების შესწავლა, სახელმწიფოთა კანონმდებლობის შესწავლა და ანალიზი, სამართალშემოქმედებითი საქმიანობის პროცესში საჭირო კვლევების განხორციელება;
 
ვ) ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციასა და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სხვა ნორმატიულ აქტებთან           შესაბამისობის                           შესწავლა;          სამართლებრივი                    კოლიზიების       აღმოფხვრის                              თაობაზე           კონკრეტული წინადადებების, დასკვნებისა და პროექტების მომზადება;
 
ზ)    საკანონმდებლო    აქტებით    გათვალისწინებული   სამინისტროს   ვალდებულებების   შესრულების        თაობაზე ინფორმაციის მომზადება;
 
თ) საქართველოს პრემიერ­მინისტრისა და საქართველოს მთავრობის მიერ სამინისტროსათვის განსაზღვრული საკანონმდებლო დავალებების შესრულების მიზნით, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;
 
ი) მინისტრის სათათბირო ორგანოს ­ კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭოს
საქმიანობის ადმინისტრირება, ორგანიზაციული და ანალიტიკური მხარდაჭერა, კერძო სამართლის რეფორმის პროცესში ჩართული მხარეების საქმიანობის კოორდინაცია;
 
კ) მინისტრის მიერ გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა, საჭიროების შემთხვევაში, მათში შესწორებების შეტანა და, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათი შემდგომი მსვლელობის უზრუნველყოფა;
 
ლ) კანონმდებლობით სავალდებულო ექსპერტიზას დაქვემდებარებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი  ექსპერტიზა,  დეპარტამენტში  შემოსული სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შესაბამისობის დადგენა უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან;
 
მ) სამინისტროში მომზადებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება; ნ) მოქალაქეებისა და ორგანიზაცია­დაწესებულებების საკანონმდებლო წინადადებების განხილვა. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №518 – ვებგვერდი, 29.08.2014წ.
 
 
 
მუხლი 19
 
ანალიტიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
 
ა) სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით მინისტრისათვის რეკომენდაციების მომზადება და წარდგენა, სისხლის სამართლის მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობის, განახლებისა და დახვეწის მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება და კანონპროექტების შემუშავება;
 
ბ)  არასრულწლოვანთა  მართლმსაჯულების  სფეროს განვითარების მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება და კანონპროექტების შემუშავება;
 
გ)    სხვადასხვა   პრიორიტეტული    მიმართულებებით   (სისხლის    სამართალი,   კორუფციასთან   ბრძოლა,       ღია მმართველობა და სხვ.) რეფორმის გატარების მიზნით რეკომენდაციების, წინადადებებისა და საკანონმ­დებლო აქტების პროექტების მომზადება;
 
დ) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის                            განმახორციელებელი                              უწყებათაშორისი                      საკოორდინაციო             საბჭოს                      სამდივნოების         ფუნქციების განხორციელება, აღნიშნული საბჭოებისა და მათ ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ხელშეწყობა, ანალიტიკური და ორგანიზაციული მხარდაჭერა. ცალკეული სამუშაო ჯგუფის მომხსენებლის ფუნქციების შესრულება, თემატური სტრატეგიებისა  და  სამოქმედო გეგმების შემუშავება, მათი შესრულების მონიტორინგი და პერიოდული ანგარიშების მომზადება;
 
ე) ღია მმართველობის პარტნიორობის კოორდინირება ეროვნულ დონეზე და საერთაშორისო წარმომადგენლობა, ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმის შემუშავება, შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების განხორციელების ხელშეწყობა;
 
ვ) სისხლის სამართლის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ღია მმართველობისა და სხვა დაკავშირებულ თემებზე სოციოლოგიური კვლევების ჩატარების ხელშეწყობა და შედეგების ანალიზი, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობა,  კვლევითი და სხვა ტიპის პროექტების მართვა;
 
ზ) სამართლებრივი კვლევების მომზადება, საერთაშორისო სამართლის, სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის  სფეროში, კორუფციის  წინააღმდეგ  ბრძოლისა  და  ღია მმართველობის თემებზე ძირითადი ტენდენციებისა               და            სიახლეების         კვლევა,                   სახელმწიფოთა                             კანონმდებლობის  კვლევა,   ადამიანის   უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზი;
 
თ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა: ანგარიშგება, საერთაშორისო წარმომადგენლობა, სახელმწიფოთა შეფასებასა და მონიტორინგში მონაწილეობა;
 
ი)   მართლმსაჯულების   სექტორში   ევროპის   კავშირის   დახმარების   კოორდინაცია,        ფინანსური   შეთანხმებების გაფორმების  მიზნით  მოლაპარაკებების  წარმოება,  ფინანსური შეთანხმების შესრულების  ხელშეწყობა, ამ  და  სხვა საკითხებზე ევროპის კავშირთან ურთიერთობა.
მუხლი 20
 
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
 
ა) სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების ეფექტიანად მართვის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება;
 
ბ) სამინისტროს მოსამსახურეთა, დადგენილი წესის შესაბამისად, დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის),  გათავისუფლების,  სახელმწიფო  სპეციალური  წოდებების მინიჭების, წახალისების,  დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;
 
გ) თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება და შენახვა;
 
დ) ადამიანური რესურსების შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა და ადმინისტრირება;
 
ე) სამინისტროს სისტემაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისი  უნარ­ჩვევების,  ცოდნის  და  გამოცდილების  მქონე  ადამიანთა  მოზიდვის,  შერჩევისა  და  სამუშაოზე მიღების ორგანიზება;
 
ვ) სამინისტროში სტაჟიორების შერჩევის, მიღების და მათ მიერ სტაჟირების გავლის უზრუნველყოფა; ზ) ახალი თანამშრომლის სამუშაო გარემოში ადაპტირების ხელშეწყობა;
თ) სამინისტროს შინაგანაწესის და მასში ცვლილების პროექტების შემუშავება;
 
ი)  სამინისტროს  მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან, პროფესიულ მომზადებასა და  გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;
 
კ)  თანამშრომელთა  პროფესიული  და  კარიერული  განვითარების,  შეფასების,  დაწინაურების,  მატერიალური  და არამატერიალური წახალისების, აგრეთვე, სხვა პროცედურების და სისტემების შემუშავება, დანერგვა და დახვეწა;
 
ლ)  პერსონალის  მოტივირების, შრომითი კმაყოფილების ზრდისა და ორგანიზაციული ერთგულების გაღრმავების მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება, ღონისძიებების ორგანიზება;
 
მ) სამოქალაქო თავდაცვისა და სამხედრო სამობილიზაციო საქმიანობის განხორციელება;
 
ნ)     დეპარტამენტის    კომპეტენციაში    შემავალ     საკითხებზე    სხვადასხვა    სახელმწიფო    და        არასახელმწიფო დაწესებულებების,  აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება.
 
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №518 – ვებგვერდი, 29.08.2014წ.
 
 
 
 
მუხლი 21
 
ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
 
ა) სამინისტროს ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია და მართვა, სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
 
ბ)  საფინანსო­ეკონომიკური,  სამეურნეო  და  საბუღალტრო  საქმიანობის  წარმართვა  თანამედროვე  სტანდარტების შესაბამისად და ხარჯთა ნუსხის შედგენა;
 
გ) სამინისტროს სისტემის ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია;
 
დ) სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის კოორდინაცია, არსებული ინფრასტრუქტურის შენახვა­ შენარჩუნების უზრუნველყოფა.
 
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №518 – ვებგვერდი, 29.08.2014წ.
მუხლი 22
 
1. გენერალური ინსპექციის ძირითადი ამოცანებია:
 
ა) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის   იურიდიული   პირებში   საქართველოს   კანონმდებლობის   მოთხოვნათა   განუხრელი                      შესრულების კონტროლი;
 
ბ)  კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოძიების ჩატარება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფისა და სამინისტროს  მმართველობის  სფეროში  მოქმედი  საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის  მოსამსახურის,  ასევე, კერძო   აღმასრულებლის   მიერ   საქართველოს   სისხლის   სამართლის   კოდექსის  332­ე,  333­ე,  335­ე,  337­ე–342­ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის შემთხვევაში;
 
გ)   სამინისტროს   სტრუქტურული   ერთეულებსა   და   სამინისტროს   მმართველობის   სფეროში   მოქმედ   საჯარო სამართლის             იურიდიულ                        პირებში                    დისციპლინისა   და                      კანონიერების დაცვის     სამსახურებრივი   კონტროლი, სამინისტროს   სტრუქტურული   ერთეულებისა   და   სამინისტროს   მმართველობის   სფეროში   მოქმედი   საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
 
დ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების  მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების სამსახურებრივი შემოწმება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა;
 
ე) მოქალაქეთა  განცხადებების, საჩივრებისა და შეტყობინებების, სხვა ნებისმიერი გზით მიღებული ინფორმაციის, ასევე   მინისტრის   დავალების    საფუძველზე   სამინისტროს   სტრუქტურული   ერთეულებისა   და   სამინისტროს მმართველობის  სფეროში  მოქმედი საჯარო  სამართლის იურიდიული პირების  საფინანსო­სამეურნეო საქმიანობის შემოწმება, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების კონტროლის განხორციელება, შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა;
 
ვ) მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და შეტყობინებების, აგრეთვე სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის           საფუძველზე,           კანონმდებლობით         დადგენილი                         წესით,                          კერძო                აღმასრულებლის      საქმიანობის მონიტორინგის განხორციელება;
 
ზ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში და მინისტრის შესაბამისი დავალების საფუძველზე ნოტარიუსის სამსახურებრივი საქმიანობის ზედამხედველობა.
 
2. გენერალური ინსპექცია უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს.
 
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №518 – ვებგვერდი, 29.08.2014წ.
 
 
 
 
მუხლი 23

 
პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება; ბ)     მასმედიასთან   ურთიერთობა                პრესკონფერენციების,                ბრიფინგების,       შეხვედრების,    სემინარების      და                                   სხვა
საკომუნიკაციო    საშუალებების    გამოყენებით;    სამინისტროს    საზოგადოებრივ    ღონისძიებათა    დაგეგმვა                             და
განხორციელება;
 
გ) ფოტო­ და ვიდეოკადრების არქივის შექმნის უზრუნველყოფა; სამინისტროს საქმიანობის ამსახველი საგამომცემლო მასალის მომზადება;
 
დ) სამინისტროს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული რეფორმების შესახებ, აგრეთვე, საზოგადოების მართლშეგნების   ამაღლების   ხელშეწყობის  მიზნით,   სპეციალური  საკომუნიკაციო    კამპანიების   დაგეგმვა   და განხორციელება;
ე) სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელებში სხვა ოფიციალური გვერდების მართვა;
 
ვ) სამინისტროს სამარკეტინგო სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა, განახლება და მისი შესრულების კონტროლი;
 
ზ)   სხვადასხვა   სახელმწიფო   დაწესებულებასთან, საჯარო   და   კერძო   სამართლის   იურიდიულ   პირებსა   და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია.
 
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №518 – ვებგვერდი, 29.08.2014წ.
 
 
 
 
მუხლი 24
 
1.  შიდა  აუდიტის  დეპარტამენტის  ძირითადი  ამოცანაა  სამინისტროს  მიზნების  მიღწევის  ხელშეწყობა  შემდეგი საქმიანობის განხორციელებით:
 
ა) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
 
ბ)    სამინისტროს   საქმიანობის   ეკონომიურობის,   ეფექტიანობისა   და    პროდუქტიულობის    გაზრდის   მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
 
გ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
 
დ) აუდიტორული შემოწმების შედეგების ანგარიშში ასახვა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა; ე)  შიდა აუდიტორული საქმიანობის შესახებ მინისტრის პერიოდული ინფორმირება;
ვ) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.
 
2. შიდა აუდიტის დეპარტამენტი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს.
 
 
 
 
თავი VI სათათბირო ორგანოები
 
 
 
მუხლი 25

 
1. მინისტრს სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხთა შესწავლისა და მომზადების მიზნით შეუძლია შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებებით (შემდეგში  სათათბირო ორგანოები).
 
2.  სათათბირო ორგანო  იქმნება  მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება მისი ამოცანები, თავმჯდომარე (საჭიროების შემთხვევაში ­ თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი) და წევრები, ამოცანის შესრულების ვადა, დასკვნებისა   და   წინადადებების   მომზადების   წესი   და   სათათბირო   ორგანოს   საქმიანობის   უზრუნველმყოფი სტრუქტურული ქვედა­ნაყოფები/სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები.
 
3.  სათათბირო  ორგანოს  უფლება  აქვს  მიიღოს  თავისი  მუშაობისათვის  საჭირო  დოკუმენტები,  ცნობები  და  სხვა მონაცემები.
 
4. სათათბირო ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნები და წინადადებები განსაზღვრულ ვადაში უნდა წარედგინოს მინისტრს.
 
5. მოხელე ან პირი, რომელიც მოხელე არ არის, სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ თავისი თანხმობით.
 
6. თუ სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე არ არის მოხელე, რომელიც შედის სამინისტროს ხელმძღვანელობაში ან არ

არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის/სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი, მინისტრი სამინისტროს ხელმძღვანელობიდან, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების/სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებიდან ნიშნავს ამ ორგანოს მუშაობისათვის პასუხისმგებელ პირს.
 
7. სათათბირო ორგანოს საქმიანობისა და სხდომაზე საოქმო წარმოებას უზრუნველყოფს მისი საქმიანობის უზრუნველმყოფი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი/სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
 
8. სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, თუ სათათბირო ორგანოს შექმნის დროს სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული.
 
9. სათათბირო ორგანოს მუშაობისას დამატებითი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება შეიძლება ანაზღაურდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.