გენერალური ინსპექცია წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს სამსახურებრივი კონტროლისა და გამოძიების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულს.

გენერალური ინპექციის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (იუსტიციის სახლი, საჯარო რეესტრი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, აღსრულების ეროვნული ბიურო, ეროვნული არქივი, ნოტარიუსთა პალატა, საკანონმდებლო მაცნე, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სააგენტო, ციფრული მმართველობის სააგენტო, იუსტიციის სასწავლო ცენტრი, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელი შესრულების კონტროლი, ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებისა და კერძო აღმასრულებლებისა და ნოტარიუსების საქმიანობის კანონთან შესაბამისობის კონტროლი.

გენერალური ინსპექციის ფუნქციას წარმოადგენს აგრეთვე სამინისტროს სისტემის მოსამსახურის, მათ შორის, კერძო აღმასრულებლის, მიერ ჩადენილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 333-ე და 337-ე–342-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისა და საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342​​1, 378-ე, 378​​1, 378​​2, 379-ე, 380-ე და 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების, საქართველოში განლაგებული პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 333-ე და 337-ე–342-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების გამოძიება.
 
როგორ დავუკავშირდეთ გენერალურ ინსპექციას:

 
- განცხადების/საჩივრის იუსტიციის სამინისტროს კანცელარიაში შეტანა
- გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზზე შეტყობინების დატოვება
-  იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდიდან გენერალურ ინსპექციის ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნა

მისამართი: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. N24ა

გენერალურ ინსპექციაში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი: 2 40 55 99
გენერალური ინსპექციის ელექტრონული მისამართი: [email protected]