დეპარტამენტის შესახებ
ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები განსაზღვრულია „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის N389 დადგენილებით, კერძოდ დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
- სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში განსაზღვრული ვალდებულებების, მათ შორის, საპროგრამო დოკუმენტების და სამოქმედო გეგმების (ასოცირების დღის წესრიგი, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, ევროკავშირის სამართალთან დაახლოების/ჰარმონიზაციის სამინისტროს გეგმა) შესრულების მიზნით;
- ევროკავშირის სამართლის, მათ შორის, მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესწავლა და ანალიზი;
- ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების/ჰარმონიზაციის მეთოდიკისა და ზოგადი პრინციპების შემუშავება;
- ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით შექმნილ სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმში მონაწილეობა;
- ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების საფუძველზე შექმნილ ორგანოში - ასოცირების საბჭოში სამინისტროს წარმომადგენლის სამდივნოს ფუნქციების განხორციელება;
- ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებულ ასოცირების შეთანხმებაში სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართლებრივი დაახლოებისათვის/ჰარმონიზაციისათვის აუცილებელი ზომების განხორციელება, კერძოდ კი, ევროკავშირის სამართლის წყაროებთან (რეგულაციები, დირექტივები, გადაწყვეტილებები) ქართული კანონმდებლობის შესაბამისობის ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში, ნორმატიულ აქტებში ცვლილების ან ახალი ნორმატიული აქტის პროექტის მომზადების მიზნით, სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტისათვის წინადადებით მიმართვა;
- ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ ევროკავშირის რეგულაციებთან, გადაწყვეტილებებსა და დირექტივებთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების/ჰარმონიზაციის მიზნით, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სხვადასხვა უწყების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტების და თანმდევი დოკუმენტების სამართლებრივი ექსპერტიზა.