საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის #541 ბრძანებულებით დამტკიცდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება. აღნიშნული დებულების 22-ე მუხლით განისაზღვრა საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები.
საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებს ასრულებს ან/და უწევს კოორდინაციას მათ შესრულებას.
ასევე დეპარტამენტი ხელს უწყობს საქართველოსათვის სავალდებულო ძალის მქონე საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას. ამ მიზნით შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს და თანამშრომლობს ამ სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა სახელმწიფოთა შესაბამის უწყებებთან; აგრეთვე, საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკას შეიმუშავებს.
დეპარტამენტი უზრუნველყოფს სამინისტროს ურთიერთობას საზღვარგარეთის სახელმწიფო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
დეპარტამენტის ფუნქციებში შედის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობა და მასთან სხვა სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლობის კოორდინაცია.
სხვა სახელმწიფოებისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სამართლებრივი ურთიერთდახმარების გაწევა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დეპარტამენტის ერთ-ერთი ამოცანაა.
საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი შეიმუშავებს და წარადგენს წინადადებებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში.
თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტი უზრუნველყოფს ჰააგის კერძო სამართლის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მოქმედი შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას.