იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სიმულაციასთან დაკავშირებით - ვერც ვერაფერს გამოვრიცხავ და ვეც ვერაფერს დავადასტურებ, ეს არის ექიმების სასაუბრო
თარიღი: 28 დეკემბერი 2021
"ვერც ვერაფერს გამოვრიცხავ და ვეც ვერაფერს დავადასტურებ - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სიმულაციაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
„ამასთან დაკავშრებით მოგახსენეთ, რომ ვრცელდება მრავალი სხვადასხვა სახის ინფორმაცია, თუმცა ბუნებრივია, ეს ჩემი მხრიდან იქნება გარკვეულწილად სპეკულაცია, რომელშიც მე ბუნებრივია, ვერ შევალ და ამ საკითხზე უნდა ისაუბრონ დარგის სპეციალისტებმა, ეს იყო სიმულაცია, არ იყო თუ ა.შ. მე ამ შემთხვევაში ვერც ვერაფერს გამოვრიცხავ და ვეც ვერაფერს დავადასტურებ. მე არ ვარ ექიმი, მე არ ვარ დარგის სპეციალისტი და შესაბამისად, გამიჭირდება ამ საკითხზე საუბარი. ეს არის ექიმების სასაუბრო“ - განაცხადა რატი ბრეგაძემ.