იუსტიციის მინისტრმა გიორგი პაპუაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა კახა ლომაიამ არასრულწლოვანი პატიმრები მოინახულეს

თარიღი: 28 სექტემბერი 2004

იუსტიციის მინისტრმა გიორგი პაპუაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა კახა ლომაიამ არასრულწლოვანი პატიმრები მოინახულეს და მათი სასკოლო სწავლების პროცესს გაეცნენ. არასრულწლოვანთა დაწესებულებაში 34 არასრუწლოვანია, რომლებიც იქვე მოქმედ სკოლაში სწავლობენ.

იუსტიციის მინისტრმა მოზარდებს საჩუქრად სკოლის სახელმძღვანელოები და საკანცელარიო ნივთები გადასცა. დაწესებულებაში ყველაზე პატარა პატიმარი მე-8 კლასელია.

პატიმრებს კიდევ ერთი საჩუქარი საპატიმროში ინგლისური ენის შემსწავლელი უფასო კურსის გახსნით "ინტერნეიშენალ ჰაუსმა" გაუკეთა. არასრუწლოვანებს გაკვეთილებს კვირაში სამჯერ უტარებენ. მათმა უმეტესობამ ინგლისური ენის სწავლის სურვილი გამოთქვა.