კასპელმა მსჯავრდებულებმა მინიფეხბურთში ხაშურლები დაამარცხეს
თარიღი: 03 ოქტომბერი 2004
იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტის ორგანიზებით გორის სტადიონზე პრობაციონერთა შორის მინიფეხბურთში გამართულ ფინალურ შეხვედრაში კასპელმა პირობით მსჯავრდებულებმა 1:0 დაამარცხეს ხაშურელი მსჯავრდებულები.
მსგავსი ღონისძიებები მსჯავრდებულებისათვის, რომელთაც არასაპატიმრო სასჯელი აქვთ შეფარდებული, სოციალური რეაბილიტაციისკენ არის მიმართული.
მატჩი მინიფეხბურთში პირობით მსჯავრდებულთა შორის, პრობაციის დეპარტამენტის ინიციატივითა და მსჯავრდებულთა სურვილით პერიოდულად სხვადასხვა რეგიონში იმართება .