საპყრობილეში ნარკოტიკის შეგზავნის მცდელობები აღკვეთეს

თარიღი: 13 ოქტომბერი 2004

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის №1 საპყრობილის თანამშრომლებმა ამავე საპყრობილის საამანათოში საპატიმროში ნარკოტიკული ნივთიერების შეგზავნის ორი მცდელობა აღკვეთეს.

დაკავებულია 18 წლის გ.მ., რომლის მიერ საპყრობილეში პატიმარ ლ.შ.-სთვის მიტანილ ამანათში ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული საშუალება, 2 აბი სუბოტექსი აღმოჩნდა. ასევე დაკავებულია მოქალაქე კ.ბ., რომლის ჩხრეკისას აღმოჩენილია 0.446 გრ. ძლიერმოქმედი ნარკოტიკული ნივთიერება „ჰეროინი". ამ ფაქტებთან დაკავშირებით მოკვლეული მასალები სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოკვლევის სამსახურმა პროკურატურაში გადააგზავნა.