თბილისის №1 საპყრობილეში ჩხრეკა ჩატარდა

თარიღი: 20 ოქტომბერი 2004

იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის №1 საპყრობილეში აკრძალული ნივთების ამოღების მიზნით ოთხშაბათს, 20 ოქტომბერს ჩხრეკა ჩატარდა, რომელსაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე შოთა კოპაძე ხელმძღვანელობდა. საპყრობილის ყველა საკანი და იქ მყოფი ყველა პატიმარი იუსტიციის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და №1 საპყრობილის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს.
საპატიმროდან ამოღებულია 9 ცალი მობილური ტელეფონი, 23 ცალი მობილური ტელეფონის სამუხტი, 3 ცალი დანა, შტირები, მჩხვლეტავი და ბასრი საგნები, 10 ცალი ბანქოს დასტა და ერთჯერადი შპრიცები.