არასრუწლოვანთა დაწესებულება გია ბუღაძემ მსჯავრდებულებთან ერთად მოხატა

თარიღი: 21 ოქტომბერი 2004

საქართველოს საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სტუდენტთა ინიციტივით, მოზარდთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 21 ოქტომბერს არასრუწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებას სამხატვრო აკადემიის რექტორი გია ბუღაძე ეწვია.
მხატვარმა არასრუწლოვან მსჯავრდებულებთან ერთად დაწესებულების კედელები მოხატა. ბუღაძემ არასრუწლოვანებს სხვა ნახატებთან ერთად საპატიმროს კედელზე მართლმსაჯულების სიმბოლო - თემიდა დაუტოვა.
არასრუწლოვანთა დაწესებულებაში ამჯამად 27 მსჯავრდებულია. მათ კედლების მოხატვის ბუღაძისეული იდეა მოიწონეს და სამხატვრო აკადემიის რექტორის დაწყებული საქმე მის მიერ დატოვებული ფუნჯებითა და საღებავებით თავად განაგრძეს.