იუსტიციის სასწავლო ცენტრის ეგიდით გრძელება სამართლის პრობლემებზე მსჯელობა

თარიღი: 22 ოქტომბერი 2004

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) ფინანსური მხარდაჭერით, იურისტთა არაფორმალური სადისკუსიო ფორუმის ფარგლებში აგრძელებს შეხვედრებს სამართლის აქტუალურ საკითხებზე.
შაბათს, 23 ოქტომბერს შეხვედრის თემა იქნება სამედიცინო სამსახურის როლი იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემაში.
იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და OSCE-ს ერთობლივი პროექტი მეოთხე თვეა მიმდინარეობს. სადისკუსიო ფორუმზე განიხილეს შემდეგი თემები: „სასამართლოზე ზემოქმედება"; „სასჯელაღსრულების რეფორმის პერსპექტივები"; „ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი და საქართველოში მისი განვითარების კონცეფცია"; „სასამართლო და კორუფცია"; „ინფორმაციის საჯაროობა და საჯარო სამსახური"; „საპროცესო შეთანხმება".