პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება გაიჩხრიკა

თარიღი: 22 ოქტომბერი 2004

იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებიდან აკრძალული ნივთების ამოსაღებად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა და იუსტიციის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა ჩხრეკა ჩაატარეს.
პატიმრებისა და დაწესებულების ჩხრეკისას ამოიღეს 10 მობილური ტელეფონი, 32 მობილური ტელეფონის სამუხტი, 10 დანა, 4 ლიტრი სპირტიანი სასმელი, ე.წ. „ბრაგა", 2 ჩაქუჩი, 5 სახრახნისი, ბანქოს 12 დასტა, 4 მაკრატელი, 2 რკინის ხერხი, 2 ჩანგალი, 2 აირწინაღი და რკინის სხვადასხვა ზომის 8 ნაჭერი.
ერთ-ერთ მსჯავრდებულისაგან ამოიღეს 320 აშშ დოლარი.