გეგუთის №8 დაწესებულებაში ნარკოტიკის შეტანის მცდელობა აღკვეთეს

თარიღი: 22 ოქტომბერი 2004

იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გეგუთის №8 დაწესებულების თანამშრომელმა მსჯავრდებულ დ.მ.-თან პაემანზე მისულ მოქალაქეც გ.ბ.-ძეს სპორტული მაისურის სახელოში ვერცხლისფერ ქაღალდში გახვეული, მომწვანო ფერის მძაფრი სულის ბალახისებრი ნივთიერება აღმოუჩინეს, რომელიც ექსპერტიზაზე გაიგზავნა.
წინასწარი მონაცემებით, ვერცხლისფერ ქაღალდში ნარკოტიკული ნივთიერება „მარიხუანა" იდო.
ამ ფაქტთან დაკავშირებით მოიკვლევა მიმდინარეობს.