პატიმარი გაქცევას ნაგვის მაქანაში დამალული ცდილობდა

თარიღი: 25 ოქტომბერი 2004

იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის №7 დაწესებულების ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებმა მსჯავრდებულ დავით ლ.-ძეს გაქცევის მცდელობა აღკვეთეს. მსჯავრდებული დაწესებულებიდან გასვლას ნაგვის მანქანაში დამალული ცდილობდა.
22 წლის დავით ლ.-ძე წყალტობოელია. იგი 2002 წელს დააკავეს და ყაჩაღობის, ქურდობისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით 10 წელი მიუსაჯეს.
წინასწარი მონაცემებით, მსჯავრდებული ავტომანქანაზე მაშინ ავიდა, როდესააც ის საპირფარეშოსთან იდგა. დაწესებულებიდან გასვლისას მანქანა შეამოწმეს და პატიმარიც მაშინ იპოვნეს.