ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფთან შეხვედრაზე პენიტენციარული სისტემის პრობლემებზე იმსჯელეს

თარიღი: 26 ოქტომბერი 2004

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფი საქართველოს პარლამენტის შენობაში საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს, ასევე გენერალურ პროკურორს შეხვდა.
იუსტიციის მინისტრის გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს პენიტენციარულ სისტემაში არსებული მდგომარეობა და ამ სისტემის რეფორმირების მდგომარება. „მონიტორინგის ჯგუფს გადავეცით კონრეტული მასალები და გეგმები, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემის რეორგანიზაციას ასახავს. გვქონდა კონკრეტული საუბარი ახალი საპატიმრობის მშენებლობაზე", - თქვა გიორგი პაპუაშვილმა.
იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, შეხვედრისას ისაუბრეს, აგრეთვე კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის საქმეზეც. დაისვა საკითხი, თუ რატომ გახმაურდა მოლაშვილის წამების ფაქტი ორი თვის დაგვიანებით და რატომ არ იყო დაფიქსირებული მოლაშვილის წამების კვალი მისი საპყრობილეში შეყვანისას. მონიტორინგის ჯგუფის წევრები წამების ფაქტზე აღძრული საქმის გამოძიებით დაინტერესედნენ, რომელსაც გენერალური პროკურატურა ახორციელებს.