იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე წლეულს თანამდებობიდან 166 თანამშრომელი გათავისუფლდა

თარიღი: 29 ნოემბერი 2004

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციამ 2004 წლის განმავლობაში სისტემის 166 თანამშრომელი სხვადასხვა დარღვევის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლა, მათ შორის 69 სასჯელაღსრულების სისტემიდან დაითხოვეს.
314 თანამშრომელს სასტიკი საყვედური და გაფრთხილება გამოეცხადა.
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის პირველი მოადგილის შაკო აბუსერიძის ინფორმაციით, გენერალურმა ინსპექციამ წლეულს საგამოძიებო ორგანოებში რეაგირებისათვის 40-მდე მოკვლეული მასალა გადააგზავნა.