პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებამ ჰუმანიტარული ტვირთი მიიღო

თარიღი: 01 დეკემბერი 2004

ჰოლანდიური ორგანიზაცია "თეთრი ჯვრის" თაოსნობით დღეს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებამ ჰუმანიტარული ტვირთი მიიღო.
ჰოლანდიიდან ჩამოსულ კონტეინერში იყო - ფუნქციური სამედიცინო საწოლები, სამედიცინო ავეჯი, რენტგენის აპარატი, 2 ცალი საოპერაციო მაგიდა, 2 ცალი საანესთეზიო და სტომატოლოგიური დანადგარი, 15 ტომარა ტანსაცმელი პატიმრებისათვის, სამზარეულოს ჭურჭელი და სხვა.
ციხის სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმის დავით ასათიანის თქმით, "თეთრი ჯვრის" ხელმძღვანელი რიქხილდ პეტერსი საქართველოში მუშაობდა, და მისთვის უცხო არ არის ის მდგომარეობა, რომელიც ციხის საავადმყოფოში არის შექმნილი". პატიმართა და მსჯავრდებულთა დაწესებულებისათვის დახმარება რიქხილდ პეტერსმა საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტა.