ამანათში ნარკოტიკი აღმოჩნდა

თარიღი: 10 დეკემბერი 2004

იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის №1 საპყრობილეში დააკავეს 69 წლის ზაზე ა.-იანი დააკავეს, რომელსაც საპყრობილეში ნარკოტიკის შეგზავნის მცდელობას ედავებიან.
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის პირველი მოადგილის შაკო აბუსერიძის ინფორმაციით, 0.03 გრ. ნარკოტიკული ნივთიერება „ჰეროინი" აღმოჩნდა ამანათში, რომელიც ა.-იანმა საპყრობილერში პატიმარ იანეკ ამოიანს მიუტანა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.