თბილისის №1 საპყრობილეში ნარკოტიკული ნივთიერების შეტანის მცდელობებზე ბოლო ორი თვის განმავლობაში 19 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

თარიღი: 10 დეკემბერი 2004

იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის №1 საპყრობილეში ნარკოტიკული ნივთიერების შეტანის ან შეგზავნის ფაქტზე 2004 წლის ოქტომბრიდან დღემდე 19 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
აქედან 7 საქმე საპატიმროში ნარკოტიკული ნივთიერებს "ჰეროინის", 4 საქმე - "მარიხუანას", 6 საქმე - „ბუპფრენორფინის", 2 საქმე - „რადადორმის" შეგზავნის ან შეტანის მცდელობას ეხება.
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის პირველი მოადგილის შაკო აბუსერიძის ინფორმაციით, ამ პერიოდში ნარკოტიკის ყველაზე დიდი ოდენობით შეგზავნის მცდელობა ოქტომბერში გამოვლინდა, როდესაც 30 წლის თბილისელი ზვიად მ.-ძე შეეცადა ამანათის მეშვეობით საპყრობილეში მყოფი პატიმრის დავით წიქვაძისათვის განსაკუთრებით დიდი ოდენობის, 2,207 გრ. „ჰეროინი" გადაეცა.