სემინარი მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის თაობაზე

თარიღი: 15 დეკემბერი 2004

მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობას ეძღვნებოდა უმაღლესი დონის სემინარი, რომელიც გაიმართა აშშ-ს მთავრობის ორგანიზებით საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისათვის ბუდაპეშტში, სამართლის საერთაშორისო აკადემიაში.
სემინარში საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებათა 35 წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათ შორის იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეები დავით მუჭაური, ირაკლი ქოიავა, თეიმურაზ ხიზანიშვილი, აგრეთვე პროკურატურის, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, გარემოსა დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ეროვნული უშიშროების საბჭოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საბაჟო დეპარტამენტის, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის აპარატისა და სხვა დაწესებულებათა წარმომადგენლები.
სემინარზე განხორციელდა გამოცდილების აქტიური გაზიარება ამერიკელ ექსპერტებსა და მათ ქართველ კოლეგებს შორის მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში. მოხდა კონკრეტული კრიტიკული სიტუაციების მოდელირება და ამ სიტუაციებში მოქმედებისა და თანამშრომლობის სქემების შემუშავება.