საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გამოცდა 1609 კონკურსანტმა ჩააბარა

თარიღი: 16 დეკემბერი 2004

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსის პირველი ტური - 12 დეკემბერს ჩატარებული წერითი გამოცდა 912 კონკურსანტიდან 805-მა წარმატებით ჩააბარა.
12 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ქიმიისა და ფიზიკის აუდიტორიებში ჩატარებულ გამოცდაზე 1084 რეგისტრირებული კონკურსანტიდან 912 გამოცხადაა. ერთი მათგანი გამოცდიდან მოხსნეს, ხოლო ერთმა გამოცდა საკუთარი ნებით დატოვა.
12 დეკემბერს ჩატარებული გამოცდა წერითი გამოცდის მეორე ეტაპი იყო. კონკურსანტთა სიმრავლის გამო საჭირო გახდა გამოცდის ორ ეტაპად დაყოფა, რომელიც 5 და 12 დეკემბერს გაიმართა. საერთო ჯამში, გამოცდის პირველი ტურზე - წერით გამოცდაზე 1822 გავიდა, საიდანაც 1609 კონკურსანტმა დადებითი ქულა მოიპოვა.
კონკურსის მეორე ეტაპის - გასაუბრების თარიღი 2005 წლის იანვარში გახდება ცნობილი.
საჯარო ტეესტრის ეროვნულ სააგენტოს სისტემაში, საშტატო განრიგით, 458 ვაკანტური თანამდებობაა.