საახალწლო ზეიმი იუსტიციის სამინისტროში

თარიღი: 04 იანვარი 2009

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომელთა ოჯახების პატარა წევრებისათვის 3-4 იანვარს საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
ზეიმზე ბავშვებმა ილუზიონიტს ზურაბ ვადაჭკორიას შოუ იხილეს. მონაწილეობა მიიღეს მუსიკალურ წარმოდგენაში, სხვადასხვა თამაშსა და კონკურსში.
ღონისძიების დასასრულს პატარებს საჩუქრები დაურიგდათ.