პატიმარი გარდაიცვალა

თარიღი: 05 იანვარი 2009

 

მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში ვასილ მ. გარდაიცვალა. ექიმების პირველადი დასკვნით ავადმყოფის გარდაცვალების მიზეზი სიმსივნური და ტუბერკულოზური ინტოქსიკაციის ფონზე განვითარებული პოლიორგანული მწვავე უკმარისობა გახდა. ვასილ განზრახ მკვლელობის მცდელობის (საქ. სსკ-ის 19-108მუხ.) ბრალდებით იყო დაკავებული. მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.