2008 წელს იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე 628 ინფორმაცია განთავსდა

თარიღი: 05 იანვარი 2009

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მიმდინარე პროცესების გამჭირვალების მიზნით, ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო საინფორმაციო უზრუნველყოფას უწევს სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდს, რომელიც 2008 წელს გამოქვეყნებული მასალების მრავალფეროვნებითა და განახლების ოპერატიულობით გამოირჩეოდა.
შარშან იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე სამინისტროში შემავალი დეპარტამენტების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობასთან დაკავშირებით 628 ინფორმაცია განთავსდა.
ამ მასალების თითქმის 100 პროცენტი გამოყენებული იყო ბეჭდვით პრესაში, არანაკლებ ინტერესს იჩენდა ელექტრონული მედიაც, სადაც იუსტიციის სამინისტროს თემებზე მრავალი სატელევიზიო და რადიო სიუჟეტი მომზადდა.
ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციების ყველაზე მეტი, 85 ინფორმაცია შეეხებოდა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თემატიკას, 72 - იურიდიული დახმარების სამსახურს, 58 - საჯარო რეესტრს, 44 - ეროვნულ არქივს და ა.შ.