ნოტარიუსები ჩვილ ბავშვთა სახლს სტუმრობდნენ
თარიღი: 06 იანვარი 2009
თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის პატარა მობინადრეებს დღეს ნოტარიუსები ესტუმრნენ, ქრისტეშობის დამდეგი დღესასწაული მიულოცეს და ნობათი მიუტანეს.
საქველმოქმედო ღონისძიება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ადმინისტრაციის ინიციატივით გაიმართა.
პალატის გამგეობის თავმჯდომარის ნინო ხოფერიას ინფორმაციით, ნოტარიუსთა შემოწირულობებით მსგავსი აქციები ხშირად იმართება.
ნოტარიუსებმა ბავშვებისათვის ტკბილეული, საკვები პროდუქტები და პირადი მოხმარების ნივთები შეიძინეს. ჩვილ ბავშვთა სახლში ამჟამად 100-ზე მეტი პატარა ცხოვრობს.