უწმიდესმა და უნეტარესმა პატიმრები მოინახულა
თარიღი: 08 იანვარი 2009
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II დღეს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის მე-7 საპყრობილესა და ქალთა და არასრულწლოვანთა დაწესებულებას ესტუმრა.
პატრიარქმა პატიმრები მოინახულა, დალოცა ისინი და საჩუქრად რელიგიური ლიტერატურა, სანთლები, ხატები, საშობაო ეპისტოლე, ასევე, ტკბილეული და პროდუქტები მიუტანა.
„ჩვენ დასაკარგი ხალხი არ გვყავს. ეს ადამიანები კიდევ ბევრ სიკეთეს გააკეთებენ. ჩვენ, რაც შეგვიძლია, შუამდგომლობას ვუგზავნით პრეზიდენტს, ბევრი მათგანი გაათავისუფლეს, მაგრამ პატიმარი კვლავ ბევრია, განსაკუთრებით, ქალები და ახალგაზრდები. ვისი გათავისუფლებაც იოლი შეიძლება იყოს, უნდა გათავისუფლდნენ", - ბრძანა პატრიარქმა.