საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები ნინოწმინდის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ

თარიღი: 20 იანვარი 2009


 

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები ნათლისღების ბრწყინვალე დღესაწაულთან დაკავშირებით ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობასმოკლებულ ბავშვთა სახლს ესტუმრნენ. მათ პატარებს და ტკბილეული, ახალი ტანსაცმელი, ლეიბები და საბნები ჩაუტანეს.
"მათზე მზრუნველობა ყველა ჩვენთაგანის მოქალაქეობრივი და ადამიანური ვალია, - განაცხადა მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ, - ეს ბავშვები არ უნდა დარჩნენ მარტონი თავიან ტკივილთან და პრობლემებთან, თავიანთ გასაჭირთან. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ მათ აწმყოსა და მომავალზე, იმაზე, თუ როგორები იქნებიან ისინი ხუთი, ათი, თხუთმეტი წლის შემდეგ. ეს კი სწორედ იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორია დღეს ქართული საზოგადოება მათ მიმართ. რამდენად გრძნობენ ეს ბავშვები ჩვენს სიყვარულსა და თანადგომას".
დღეისათვის საქართველოს საპატრიარქოს ნინოწმინდის ბავშვთა სახლში 3-იდან 14 წლამდე ასაკის 70-მდე მოზარდი ბინადრობს.