პატიმარი გარდაიცვალა

თარიღი: 20 იანვარი 2009

მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი გურამ ბ. გარდაიცვალა. ექიმების პირველადი დასკვნით ავადმყოფის გარდაცვალების მიზეზი საყლაპავის ვარიკოზულად გაგანიერებული ვენებიდან პროფუზული სისხლდენის ფონზე განვითარებული გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა გახდა. გურამ ბ. ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღების (საქ. სსკ-ის 260 მუხ. II ნაწ. "ბ" პ., III ნაწ. "ა" პ.) ბრალდებით იყო დაკავებული მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.