პატიმარი გარდაიცვალა

თარიღი: 20 იანვარი 2009

მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი თეიმურაზ თ. გარდაიცვალა. ექიმების პირველადი დასკვნით ავადმყოფის გარდაცვალების მიზეზი სიმსივნური ინტოქსიკაციის ფონზე განვითარებული სუნთქვისა და გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა გახდა. თეიმურაზ თ. თაღლითობის და ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება-გასაღება-გამოყენების (საქ. სსკ-ის 180მუხ. IIნაწ. "ბ,გ"პ., 362 მუხ. IIნაწ. "ბ"პ.) ბრალდებით იყო დაკავებული. მას 3 წლით 5 თვით და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.