პატიმარი გარდაიცვალა

თარიღი: 20 იანვარი 2009

მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი ლაშა მ. გარდაიცვალა. ექიმების პირველადი დასკვნით ავადმყოფის გარდაცვალების მიზეზი ღვიძლის ციროზის ფონზე განვითარებული გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა გახდა. ლაშა მ. თაღლითობის (საქ. სსკ-ის 180 მუხ. II ნაწ. ) ბრალდებით იყო დაკავებული.