აბო ტფილელის მოსახელეები საქართველოში

თარიღი: 21 იანვარი 2009

იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 85 აბო ცხოვრობს. 21 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დიდმოწამე აბო ტფილელის ხსენების დღეს აღნიშნავს. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს კვლევა ამ თარიღს მიეძღვნა და ეყრდნობა მოქალაქეებზე გაცემულ საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს.
აღსანიშნავია, რომ ამ სახელის მატარებელი უხუცესი მოქალაქე მესტიაში მცხოვრები აბო ზურებიანია. იგი 1915 წელს არის დაბადებული.
სამოქალაქო რეესტრში მსგავსი მონაცემების მოძიება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც მონაცემთა ელექტრონული ბაზა ჩამოყალიბდა.