თაღლითობისთვის ძებნილი საბუთის აღებას ცდილობდა
თარიღი: 23 იანვარი 2009
იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამგორის სამსახურში ძებნილი, 34 წლის დიმიტრი ბ. დააკავეს.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შიდა კონტროლისა და აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, დიმიტრი ბ.-მ სამგორის სამსახურს ბავშვის დაბადების რეგისტრაციისა და მოწმობის მისაღებად დღეს მიმართა. სამოქალაქო რეესტრის ერთიან ელექტრონულ ბაზაში მოქალაქის მონაცემების გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ დიმიტრი ბ. 2007 წლის იანვრიდან თაღლითობისთვის იძებნებოდა.
შს სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა ძებნილი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.