პატიმარი გარდაიცვალა

თარიღი: 30 იანვარი 2009

მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მსჯავრდებული ნიკოლოზ მ. და ასანოვ ა. გარდაიცვალნენ. ექიმების პირველადი დასკვნით მათი გარდაცვალების მიზეზი ტუბერკულოზური ინტოქსიკაციის ფონზე განვითარებული სუნთქვისა და გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა გახდა.
ასანოვ ა. საქ. სსკ-ის 177 მუხლის II და 178 მუხლის I ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის იხდიდა სასჯელს.
ნიკოლოზ მ- გასამართლებული იყო საქ. სსკ-ის 260 მუხლის IIნაწ. "ა"პ., 2231 მუხლის II ნაწ; სსკ-ის 378 მუხლის I-IIIნაწ., საქ. სსკ-ის 3782 მუხლის I ნაწ., 59-ე მუხლით. მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.