სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დაარსებიდან სამი წელი გავიდა
იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დაარსების სამი წლის იუბილესთან დაკავშირებით დღეს სამოქალაქო რეესტრში ღონისძიება გაიმართა, სადაც სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ 2008 წელს სამოქალაქო რეესტრში დანერგილ სიახლეებზე ისაუბრა.
ამავე შეხვედრაზე მადლობა გამოეცხადათ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც 2008 წლის განმავლობაში სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თემებზე მუშაობდნენ. გარდა ამისა, საიუბილეო ღონისძიებაზე მადლობა გამოეცხადათ 2008 წელს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისთვის და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სხვადასხვა სამსახურებსა და თანამშრომლებს.
დღესვე შედგა სააგენტოს ჰიმნის პრეზენტაცია, რომლის ავტორი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ისნის სამსახურის თანამშრომელი მეგი კაციტაძეა.
როგორ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა, 2008 წელს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ მოქალაქეთა მომსახურების დახვეწის მიზნით არაერთი სიახლე დანერგა:
რეგისტრაციისას მესაკუთრეებისათვის საჭირო აღარ არის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, ამ ინფორმაციას სამოქალაქო რეესტრი საჯარო რეესტრის ბაზიდან ონლაინ-რეჟიმში იღებს.
16 წლის ზემოთ პასპორტის ასაღებად საჭიროა მხოლოდ ერთი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა;
საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებზე პასპორტის გაცემა მინდობილი პირის მეშვეობითაც გახდა შესაძლებელი;
საინფორმაციო-სამისამართო ცნობების აღება შესაძლებელი გახდა ტერიტორიულ სამსახურებშიც;
პირადობის გაცემის ასაკის შემცირდა 14 წლამდე;
დაიწყო სკოლის მოსწავლეთა რეგისტრაცია;
ჩამოყალიბდა სურათიანი ელექტრონული ბაზა;
სახელმწიფო ორგანოებს მიეცათ სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზასთან წვდომის შესაძლებლობა;
დაიწყო სამოქალაქო აქტების ელექტრონული ფორმით რეგისტრაცია და ბეჭდვა;
დაიწყო დაბადების რეგისტრაციისას პირადი ნომრის მინიჭება;
დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის ფუნქცია სასამართლოდან სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გადაეცა. საქმისწარმოების ვადა შემცირდა 5 თვიდან 1 თვემდე, ხოლო სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი - საერთოდ გაუქმდა;
2008 წელს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ოფისები გაიხსნა: თბილისში, უზნაძის ქ. №2-ში ქორწინების სახლი, ისნის ტერიტორიული ოფისი, თბილისის არქივი; ზუგდიდის სამსახურის შენობა და ქორწინების სახლი; ჩხოროწყუსა და წყალტუბოს ტერიტორიული სამსახურის შენობები, გარემონტდა და თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა საბურთალოს სამსახური და ქორწინების სახლი "კონკა".
რაც შეეხება მედიასაშუალებებს, დღეს მადლობის სიგელები გადაეცათ ტელეკომპანიებს: იმედი - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესახებ ინფორმაციების ინტენსიურად და პროდუქტიულად გაშუქებისთვის; რუსთავი 2 - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესახებ მრავალფეროვანი და კვალიფიციური ინფორმაციების გაშუქებისთვის; ალანია - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესახებ ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებისთვის; პირველი არხი - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესახებ საუკეთესო სიუჟეტის მომზადებისთვის; კავკასია - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თემების სრულყოფილად გაშუქებისთვის; აჭარა - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საუკეთესო რეგიონალური მედიაპარტნიორობისთვის.
რადიოებს: საზოგადოებრივი რადიო - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესახებ საზოგადოების დასმულ კითხვებზე საუკეთესო მოპასუხე; ფორტუნა - საინფორმაციო მხარდაჭერისთვის.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თემების ოპერატიულად გაშუქებისთვის საინფორმაციო სააგენტოებს: კავკას-პრესს, ინტერპრესნიუსს და GHN-ს.
გაზეთ "24 საათს" - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ყველაზე ერთგული მედიაპარტნიორობისთვის და გაზეთ "ახალი თაობას" - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესახებ ინფორმაციების ობიექტურად გაშუქებისთვის.