ძებნილი დოკუმენტის აღებას ცდილობდა

თარიღი: 02 თებერვალი 2009

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამგორის ტერიტორიულ სამსახურში ძებნილი დააკავეს.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შიდა კონტროლისა და აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 29 იანვარს 58 წლის იურეკ ო.-მ სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამგორის სამსახურს დაკარგული პირადობის მოწმობის ნაცვლად ახალი დოკუმენტის ასაღებად მიმართა.
მონაცემთა გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ იურეკ ო. მთაწმინდის შს განყოფილების მიერ იძებნებოდა.
აღნიშნული ინფორმაცია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამგორის სამსახურმა ისანი-სამგორის რაიონის შს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებს აცნობეს, რომლებმაც ძებნილი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.