სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ცხელი ხაზის ახალი ნომერი

თარიღი: 03 თებერვალი 2009

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ცხელი ხაზის ახალი ნომერი - 40 10 10 - აქვს.
მოქალაქეები, ცხელი ხაზის საშუალებით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში დაშვებული შესაძლო დარღვევის შესახებ ინფორმაციებს აწვდიან, რაზეც სააგენტოს შიდა კონტროლისა და აუდიტის სამსახური შესაბამის რეაგირებას ახდენს.
გარდა ამისა, ცხელ ხაზზე მოქალაქეები საინფორმაციო ხასიათის შეკითხვებითაც რეკავენ. მათ სურთ სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიღება საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, პასპორტის გაცემისა და სხვა დოკუმენტის აღების თაობაზე.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში ცხელი ხაზი 2006 წლის სექტემბრიდან მუშაობს.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ცხელი ხაზის ახალი ნომერი სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში თვალსაჩინო ადგილებზე არის გამოკრული.